|
2023-09-23 16:59:15, 1490 ნახვა
ომი უკრაინაში
მედია - ანექსირებულ სევასტოპოლში დროებითი თავშესაფრების მზადყოფნის შემოწმებას იწყებენ
ანექსირებულ სევასტოპოლში დროებითი თავშესაფრების მზადყოფნის შემოწმებას იწყებენ. აღნიშნულ ინფორმაციას BBC-ის რუსულენოვანი სამსახური რუსეთის მიერ დანიშნულ "ხელმძღვანელზე", მიხაილ რაზვოჟაევზე დაყრდნობით ავრცელებს. მედიის ცნობით, აღნიშნული გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა რუსეთის შავი ზღვის ფლოტის შტაბ-ბინას დაარტყეს. „ჩვენ მოვამზადეთ თავშესაფრები მაშინ, როცა ქალაქი შედარებით სიმშვიდე იყო, ერთი წლის წინ. მაგრამ ის, რაც ახლა ხდება, უკვე რეალობაა“,- წერს რაზვოჟაევი სოციალურ ქსელში. ცნობისთვის, დღეს, 23 სექტემბერს სევასტოპოლში ორჯერ გამოცხადდა საჰაერო განგაში. ერთი დღით ადრე კი, უკრაინელმა სამხედროებმა ქალაქში რუსეთის შავი ზღვის ფლოტის შტაბ-ბინაზე სარაკეტო შეტევა განახორციელეს. კიევის ცნობით, დარტყმის მსხვერპლი რამდენიმე მაღალჩინოსანი რუსი სამხედრო გახდა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)