|
2023-09-22 22:49:14, 715 ნახვა
საზოგადოება
მერია -კოკეტიშვილის, ბესიკისა და ვაშლოვანის ქუჩებზე 23-24 სექტემბერს მოძრაობა დროებით შეიზღუდება
დაგეგმილი ვიდეოგადაღების გამო, 23-24 სექტემბერს ვახტანგ კოკეტიშვილის ქუჩაზე, ასევე, ვაშლოვანისა და ბესიკის ქუჩების ნაწილზე ტრანსპორტის მოძრაობა დროებით შეიზღუდება. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს. კერძოდ, ვახტანგ კოტეტიშვილისა და ბესიკის ქუჩის ნაწილზე (დიმიტრი ყიფიანის ქუჩისა და ბესიკის ქუჩის კვეთიდან ბესიკის ქუჩისა და კირილე უკლებას ქუჩის კვეთამდე) საგზაო მოძრაობა 23 სექტემბრის 00:06-დან 14:00 საათამდე შეიზღუდება. დანიელ ჭონქაძის ქუჩის, მთაწმინდის შესახვევისა და ბესიკის მოედნიდან კოტეტიშვილის ქუჩისკენ მიმავალი ავტომობილები გადაადგილებას შეძლებენ კირილე უკლებას, ნიაღვრისა და ინგოროყვას ქუჩების გავლით. ბესიკის მოედნისა და მთაწმინდის ქუჩისკენ მიმავალი ტრანსპორტი კი ბესიკის გასასვლელისა და დიმიტრი ყიფიანის ქუჩების გავლით იმოძრავებენ. "რაც შეეხება ვაშლოვანის ქუჩას, მოძრაობა 24 სექტემბრის 00:06-დან 18:00 საათამდე, პიერ კობახიძის ქუჩიდან ახვლედიანის ქუჩამდე არსებულ საგზაო მონაკვეთში შეიზღუდება. დროის აღნიშნულ მონაკვეთში, მერაბ კოსტავას ქუჩიდან გიორგი ახვლედიანის ქუჩის მიმართულებით, ავტომობილები გადაადგილებას შეძლებენ პიერ კობახიძისა და ია ეკალაძის ქუჩების გამოყენებით, ხოლო გიორგი ახვლედიანის ქუჩიდან მერაბ კოსტავას მიმართულებით გადაადგილება დასაშვები იქნება რომან მიმინოშვილის ქუჩის საშუალებით", - ნათქვამია ინფორმაციაში.
რუსეთი სომხეთიდან ხილისა და ბოსტნეულის იმპორტს ზღუდავს
ირანის ელჩმა ყაველაშვილს თბილისის მეჩეთის მონახულების გამო მადლობა გადაუხადა
კალაძე გორში მომხდარ ძალადობაზე: ფაქტი არის ძალიან მძიმე - მნიშვნელოვანია, რომ შესაბამისმა სამსახურებმა რეაგირება მოახდინეს
კალაძე: ოპოზიციაში მიდის ბრძოლა - ვის ერქმევა მთავარი ოპოზიციური პარტია
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)