|
2023-09-20 12:14:11, 569 ნახვა
საზოგადოება
კალაძე - აბანოთუბნიდან პეტრე ბაგრატიონის ძეგლამდე არსებულ საგზაო მონაკვეთში რეკრეაციული სივრცის მოწყობის იდეაზე ვმუშაობთ
დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, კრწანისის რაიონში, აბანოთუბნიდან პეტრე ბაგრატიონის ძეგლამდე არსებულ საგზაო მონაკვეთში ვრცელი რეკრეაციული სივრცის მოწყობის იდეაზე მუშაობა მიმდინარეობს. კალაძის თქმით, თბილისის განვითარების ფონდი შეისწავლის აღნიშნული მონაკვეთის განვითარების კონცეფციას, რომელიც გეოლოგიურ და დენდროლოგიურ კვლევებს მოიცავს. „არაერთხელ გვისაუბრია კრწანისის რაიონში, გორგასალის ქუჩაზე, აბანოთუბნიდან პეტრე ბაგრატიონის ძეგლამდე არსებულ საგზაო მონაკვეთში ვრცელი რეკრეაციული სივრცის მოწყობის პროექტის განხორციელებასთან დაკავშირებით. გვინდა, სადაც ახლა მანქანები გადაადგილდებიან, აღნიშნული მონაკვეთი გვირაბის სახით, ქვემოთ ჩავიტანოთ, ზემოთ კი, სადაც საავტომობილო გზაა, მოვაწყოთ რეკრეაციული სივრცე. როდესაც ამ პროექტზე მუშაობა დავიწყეთ, ძალიან ბევრი კითხვა გაჩნდა ტერიტორიაზე არსებულ ხეებთან დაკავშირებით. ეს არის გზაგამყოფი ზოლი, სადაც უზარმაზარი ხეები დგას, რაც ძალიან ლამაზია. ის პროექტი, რომლის განხორციელებასაც ვაპირებთ, საჭიროებს დამატებით კვლევებს, რომ ეს ხეები შევინარჩუნოთ. თბილისის განვითარების ფონდი, აზიის განვითარების ბანკის მხარდაჭერით, შეისწავლის აბანოთუბნიდან ბაგრატიონის ძეგლამდე არსებული მონაკვეთის რეკრეაციული ფუნქციით განვითარების კონცეფციას, რომელიც მოიცავს გეოლოგიურ და დენდროლოგიურ კვლევებს. ასევე, მიმდინარეობს გარემოს შესწავლა შემოთავაზებული პროექტის მინიმალური ჩარევით განხორციელებისთვის“, - განაცხადა თბილისის მერმა. მისივე თქმით, კვლევების შედეგად დადგინდება, მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე რამდენად შესაძლებელი იქნება აღნიშნული იდეის განხორციელება. „კვლევაში ჩართული არიან ტრანსპორტისა და გარემოს დაცვის სპეციალისტები, დენდროლოგი, ინჟინერი და კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა დაცვის ქართველი და უცხოელი სპეციალისტები. მინდა, აზიის განვითარების ბანკს მადლობა გადავუხადოთ თანამშრომლობისთვის. ეს ძალიან მასშტაბური პროექტია. კვლევების შედეგად, გაკეთდება სრული ანალიზი, თუ რამდენად იქნება შესაძლებელი არსებული ხეების შენარჩუნება და პროექტის ისე განხორციელება“, - აღნიშნა კალაძემ.
რუსეთი სომხეთიდან ხილისა და ბოსტნეულის იმპორტს ზღუდავს
ირანის ელჩმა ყაველაშვილს თბილისის მეჩეთის მონახულების გამო მადლობა გადაუხადა
კალაძე გორში მომხდარ ძალადობაზე: ფაქტი არის ძალიან მძიმე - მნიშვნელოვანია, რომ შესაბამისმა სამსახურებმა რეაგირება მოახდინეს
კალაძე: ოპოზიციაში მიდის ბრძოლა - ვის ერქმევა მთავარი ოპოზიციური პარტია
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)