|
2023-09-20 10:37:35, 594 ნახვა
საზოგადოება
შამუგია - მნიშვნელოვანი წინსვლა გვაქვს, როგორც გარემოს დაცვის, ისე სოფლის მეურნეობის განვითარების კუთხით
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ შამუგია საქართველოში ნიდერლანდების სამეფოს ახალ ელჩ მელინე არაკელიანს შეხვდა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოს მიერ სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის მიმართულებით მიღწეული პროგრესი, ქვეყანაში ამ კუთხით არსებული გამოწვევები და ორ ქვეყანას შორის სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილეს. ოთარ შამუგიამ ნიდერლანდების სამეფოს ელჩს საქართველოში დიპლომატიური მისიის დაწყება მიულოცა და წარმატებები უსურვა. „საქართველოსთვის ნიდერლანდების სამეფოს გამოცდილების გაზიარება, როგორც სოფლის მეურნეობის, ისე გარემოს დაცვის კუთხით, ძალიან მნიშვნელოვანია. ბოლო წლების განმავლობაში, საქართველოში სოფლის მეურნეობის სექტორს განსაკუთრებული მხარდაჭერა აქვს. სახელმწიფოს მხრიდან 10-ზე მეტი პროგრამა ხორციელდება და, რა თქმა უნდა, გვაქვს ახალი ინიციატივებიც. შედეგად, ყოველწლიურად, აგროსასურსათო პროდუქციის წარმოება დაახლოებით 10-12%-ით იზრდება; გასულ წელთან შედარებით, ექსპორტის მაჩვენებელი დაახლოებით 25%-ით გაიზარდა; 100-მდე ქვეყანაში ვახორციელებთ აგროსასურსათო პროდუქციის ექსპორტს. რაც შეეხება გარემოს დაცვის მიმართულებას, არაერთი მნიშვნელოვანი კანონი მივიღეთ სამრეწველო ემისიების, წყლის რესურსების მართვის, რადიაციული უსაფრთხოების, ატმოსფერული ჰაერის ხარისხის მართვის მიმართულებებით. მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენთვის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებაა; მნიშვნელოვანი წინსვლა გვაქვს როგორც გარემოს დაცვის, ისე სოფლის მეურნეობის განვითარების კუთხით და, ვფიქრობ, ამ შედეგს წლის ბოლოს შესაბამისი შეფასება ექნება“,- განაცხადა ოთარ შამუგიამ. ნიდერლანდების სამეფოს ელჩმა საქართველოში მელინე არაკელიანმა აღნიშნა, რომ ბოლო წლების განმავლობაში საქართველოსა და ნიდერლანდების სამეფოს როგორც სოფლის მეურნეობის, ისე არაერთი სხვა მიმართულებით აქვთ სავაჭრო ურთიერთობები და მნიშვნელოვანია, რომ ეს თანამშრომლობა მომავალში კიდევ უფრო აქტიური გახდეს. ელჩის განცხადებით, როგორც ნიდერლანდების სამეფოსთვის, ისე საქართველოსთვის აგრარული პროდუქციის წარმოება აქტუალურია და ამ მიმართულებით ორ ქვეყანას ერთმანეთისთვის ძალიან საჭირო გამოცდილების გაზიარება შეუძლია. მხარეებს შორის შეხვედრაზე საუბარი შეეხო საექსპორტო ბაზრის დივერსიფიკაციის საკითხს, ატმოსფერული ჰაერის გაუმჯობესების მიმართულებით გადადგმულ ნაბიჯებს და კლიმატის ცვლილების შედეგად წარმოქმნილ გამოწვევებთან გამკლავების გზებს.
რუსეთი სომხეთიდან ხილისა და ბოსტნეულის იმპორტს ზღუდავს
ირანის ელჩმა ყაველაშვილს თბილისის მეჩეთის მონახულების გამო მადლობა გადაუხადა
კალაძე გორში მომხდარ ძალადობაზე: ფაქტი არის ძალიან მძიმე - მნიშვნელოვანია, რომ შესაბამისმა სამსახურებმა რეაგირება მოახდინეს
კალაძე: ოპოზიციაში მიდის ბრძოლა - ვის ერქმევა მთავარი ოპოზიციური პარტია
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)