12:40 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-09-19 18:48:06, 987 ნახვა

მსოფლიო
არაღიარებული მთიანი ყარაბაღის ე.წ. ომბუდსმენი აცხადებს, რომ აზერბაიჯანის სამხედრო მოქმედებების შედეგად სულ მცირე ორი პირი დაიღუპა

აზერბაიჯანის სამხედრო მოქმედებების შედეგად დაღუპულია, სულ მცირე, ორი ადამიანი, მათ შორის ერთი ბავშვია. ამის შესახებ ინფორმაციას არაღიარებული მთიანი ყარაბაღის ე.წ. ომბუდსმენი გეგამ სტეპანიანი ავრცელებს.

ასევე, ომბუდსმენის ცნობით, დაშავდა 23 ადამიანი, საიდანაც 8 არასრულწლოვანია. 

ცნობისთვის, აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრომ ყარაბაღში „ანტიტერორისტული ღონისძიებების“ დაწყების შესახებ დღეს განაცხადა.

აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს განცხადების თანახმად, „სომხეთის შეიარაღებული ძალების ფორმირებების მიერ აზერბაიჯანის არმიის პოზიციების სისტემატური დაბომბვა ყარაბაღის რეგიონში, ტერიტორიების განგრძობადი დანაღმვა, სამუშაოების ჩატარება საინჟინრო, საბრძოლო პოზიციების გასაუმჯობესებლად, აგრეთვე სანგრების რაოდენობის გაზრდა ბოლო თვეებში კიდევ უფრო დიდი დაძაბულობის მიზეზი გახდა“.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ბრიტანული დაზვერვა: უკრაინაში ომში თითქმის ნახევარი მილიონი რუსი ჯარისკაცი დაიღუპა
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის დელეგაციასთან კოალიცია ცვლილებისთვის ლიდერებმა შეხვედრა გამართეს
1 ივნისის შეთავაზებები მოსწავლეებისთვის საქართველოს ბანკის sCoolApp-ში
სააკაშვილი ოპოზიციას - უნდა შევწყვიტოთ მოწკმუტუნე მხვეწნელის როლში ყოფნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics