|
2023-09-19 13:06:54, 959 ნახვა
საზოგადოება
„საქართველოს ბანკი“ ბიზნესის და Mastercard-ის 50%-იანი ქეშბექ აქცია 30 სექტემბრის ჩათვლით გრძელდება
„საქართველოს ბანკი“, როგორც ძლიერი კერძო ფინანსური ინსტიტუტი, მუდმივად ზრუნავს მომხმარებლისთვის კომფორტული სერვისების შექმნასა და არსებული პროდუქტების განვითარებაზე. ამჯერად, ბანკი ბიზნეს მომხმარებლებს ქეშბექ აქციას დამატებით ერთი თვით, 30 სექტემბრის ჩათვლით სთავაზობს. აქციის ფარგლებში მომხმარებლებს შესაძლებლობა აქვთ ონლაინ დახარჯული თანხის 50% დაიბრუნონ. ქეშბექ აქციით სარგებლობისთვის საჭიროა გახსნათ „საქართველოს ბანკის“ პირველი ბიზნეს ანგარიში bonline.ge-ზე 30 სექტემბრის ჩათვლით და აიღოთ Mastercard-ის ბიზნეს ბარათი. შეთავაზება ანგარიშის გახსნიდან 1 თვის განმავლობაში მოქმედებს და მის ფარგლებში ბიზნეს მომხარებლებს შესაძლებლობა ექნებათ ნებისმიერ ვალუტაში ონლაინ დახარჯული თანხის 50 % , მაქსიმუმ 500 ლარი, უკან დაიბრუნონ. აღსანიშნავია, რომ ქეშბექ აქცია ვრცელდება როგორც ლარში, ასევე უცხოურ ვალუტაში შესრულებულ ტრანზაქციებზე, რაც საშუალებას აძლევს მომხმარებლებს, თავიანთი ბიზნეს საჭიროებებისთვის უცხოეთიდან გამოწერილ ნივთებზეც მიიღონ ქეშბექი. აქციით უკვე 300 - მდე ბიზნეს ბარათის მფლობელმა ისარგებლა. გარდა ამისა, ბიზნეს ანგარიშის ციფრულად გახსნისას მომხმარებლები საჩუქრად ბიზნესპაკეტს მიიღებენ. რაც მოიცავს - ბიზნეს ინტერნეტბანკს, ბიზნეს მობილბანკს, SMS ბანკს, შეტყობინების სერვისსა და სხვა ბენეფიტებს. „ჩვენი გუნდი აქტიურ რეჟიმში განაგრძობს მუშაობას, რათა ბიზნეს მომხმარებლებს მათ ინტერესებსა და საჭიროებებზე მორგებული პროდუქტები თუ სერვისები შევთავაზოთ. ის მომხმარებლები, რომლებიც გახსნიან „საქართველოს ბანკის“ პირველ ბიზნეს ანგარიშს და აიღებენ მასტერქარდის ბარათს, იშოპინგებენ ონლაინ Amazon-ზე, Ebay-ზე ან მსგავს საიტებზე, ისარგებლებენ მიტანის სერვისით, გამოიძახებენ ტაქსს, დახარჯავენ თანხას ონლაინ მარკეტინგულ სერვისებში, განათავსებენ რეკლამას Facebook-ზე, Google-ში და ა.შ. და შეძლებენ თანხის ნახევარი ანგარიშზე დაიბრუნონ. ჩვენ არ ვჩერდებით და აქტიურად ვაგრძელებთ ახალი, თანამედროვე ტექნოლოგიური გადაწყვეტების შექმნაზე მუშაობას, რომელიც საბანკო სერვისებით სარგებლობის პროცესს მომხმარებლისთვის კიდევ უფრო მეტად მარტივს და კომფორტულს გახდის“,- განაცხადა მაია გორგილაძემ, ციფრული საბანკო მომსახურების დეპარტამენტის დირექტორის მოადგილემ. შეთავაზების შესახებ დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ბმულს.
რუსეთი სომხეთიდან ხილისა და ბოსტნეულის იმპორტს ზღუდავს
ირანის ელჩმა ყაველაშვილს თბილისის მეჩეთის მონახულების გამო მადლობა გადაუხადა
კალაძე გორში მომხდარ ძალადობაზე: ფაქტი არის ძალიან მძიმე - მნიშვნელოვანია, რომ შესაბამისმა სამსახურებმა რეაგირება მოახდინეს
კალაძე: ოპოზიციაში მიდის ბრძოლა - ვის ერქმევა მთავარი ოპოზიციური პარტია
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)