06:43 - 23 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-09-18 15:15:34, 1452 ნახვა

ეკონომიკა
„თიბისი კაპიტალის“ ყოველკვირეული განახლება მთავარი ეკონომისტისგან - ფულად გზავნილებში ევროკავშირი წამყვან პოზიციებს ინარჩუნებს

გასულ კვირაში, სებ-ის მიერ მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის შემცირება ჩვენი მოლოდინების შესაბამისი იყო. პროგნოზის მხრივ, ასევე უცვლელია საბაზო სცენარი, რომელიც წლის ბოლომდე განაკვეთის 9.5%-მდე დაწევას გულისხმობს. ამასთან, კომიტეტის პრესრელიზში დაფიქსირებული კომუნიკაციის ტონის გათვალისწინებით, არ არის გამორიცხული, რომ მიმდინარე წელს, შედარებით მხოლოდ მცირედით, მაგრამ მაინც უფრო მეტი შერბილებაც ვიხილოთ.

აგვისტოს საქონლით საგარეო ვაჭრობის მაჩვენებლები კვლავ დაბალ ნიშნულზეა. დეტალური ჩაშლა მიმდინარე კვირაში გამოქვეყნდება, თუმცა „თიბისი კაპიტალის“ აზრით, მიზეზები წინა თვის ანალოგიური უნდა იყოს, როდესაც ძირითად განმსაზღვრელ ფაქტორს საერთაშორისო სასაქონლო ფასების ნორმალიზება წარმოადგენდა.

დაბალი ზრდა ასევე გზავნილების კუთხითაც იკვეთება, თუმცა, როგორც ჩანს, აღნიშნული უფრო ერთჯერადი ფაქტორებითაა განპირობებული. მნიშვნელოვანია, რომ აგვისტოში რუსეთიდან გზავნილების უკვე მხოლოდ ძალზედ მცირედით კორექტირების შემდეგ, ევროკავშირი ინარჩუნებს ყველაზე მაღალ, 40.3%-იან ხვედრით წილს და წლიური ზრდის ტემპი აშშ დოლარში 21.8%-ს შეადგენს. მეორე ადგილზე რუსეთია, დაახლოებით 19.3%-ით, მე-3 ადგილს კი, 14.3%-ით ამერიკის შეერთებული შტატები იკავებს.

გაეცანით პუბლიკაციის სრული ვერსიაა ბმულზე.





ავტორი: R (რეკლამა),


სოციალური ქსელები
ჟურნალისტური ეთიკის ქარტია რეჟიმს - შეწყდეს რეპრესიები, სოლიდარობა დამოუკიდებელ მედიას
დიუშენით დაავადებული ბავშვების დასახმარებელ მარათონში კომპანიები ჩაერთნენ
რუბიომ განაცხადა, რომ აშშ-ს, უკრაინასა და რუსეთს შორის მოლაპარაკებები ჩიხში შევიდა
რუსეთში იპოთეკური სესხები 50%-ზე მეტით შემცირდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics