|
2023-09-14 10:47:25, 1505 ნახვა
ომი უკრაინაში
რუსმა ოკუპანტებმა ნოვოდმიტროვკა დაბომბეს - დაიღუპა 6 წლის ბავშვი და დაშავდა 4 ადამიანი
რუსმა ოკუპანტებმა ხერსონის რაიონში, სოფელ ნოვოდმიტროვკა დაბომბეს. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ხერსონის საოლქო პროკურატურის პრესსამსახური ავრცელებს. პროკურატურის ცნობით, თავდასხმის შედეგად დაიღუპა 6 წლის ბიჭი, რომელსაც სიცოცხლესთან შეუთავსებელი ჭრილობები ჰქონდა. გარდა ამისა, დაშავდა მისი 13 წლის ძმა და მეზობლები, რომლებიც ბავშვების დახმარებას ცდილობდნენ. "00:00 საათის შემდეგ ოკუპანტებმა არტილერიიდან სოფელ ნოვოდმიტროვკას ცეცხლი გაუხსნეს. მტრის ჭურვები კერძო სახლსა და მის ტერიტორიაზე მოხვდა, რის შედეგადაც 6 წლის ბიჭმა სიცოცხლესთან შეუთავსებელი დაზიანებები მიიღო, დაიჭრა მისი 13 წლის ძმა, რომელიც საავადმყოფოში გადაიყვანეს. გარდა ამისა, დაშავდა სამი მეზობელიც, რომლებიც ბავშვების დახმარებას ცდილობდნენ",- აღნიშნულია პროკურატურის ინფორმაციაში.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)