11:07 - 21 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-02-10 14:33:53, 619 ნახვა

პოლიტიკა
დავით ნარმანია მადრიდის მერს შეხვდა

ესპანეთში სამუშაო ვიზიტით მყოფი თბილისის მერი დავით ნარმანია  მადრიდის მერს ანა ბოტელას შეხვდა.

როგორც „ექსპრესნიუსს“ თბილისის მერიიდან აცნობეს, შეხვედრაზე ორ ქალაქს შორის ურთიერთობის  პერსპექტივები  განიხილეს. განსაკუთრებული აქცენტი სპორტისა და ტურიზმის განვითარებაზე გაკეთდა.

 როგორც მადრიდის მერმა განაცხადა, ის მზადაა, მაქსიმალური მხარდაჭერა აღმოუჩინოს თბილისს და საკუთარი გამოცდილება გაუზიაროს, რადგან მადრიდს ორივე მიმართულებით დიდი გამოცდილება გააჩნია.  

მერიის ინფორმაციით, მხარეები შეხვედრაზე შეთანხმდნენ, რომ როგორც ტურიზმისა და სპორტის, ისე ეკონომიკის, ქალაქგეგმარებისა და სხვა მიმართულებით სამუშაო ჯგუფები შეიქმნება, რომლებიც სხვადასხვა მიმართულებით უფრო დეტალურად იმუშავებენ.

ორი ქალაქის მერმა ასევე განიხილა ქალაქებს შორის პარტნიორობის გაღრმავების საკითხი და თბილისსა და მადრიდს შორის ორმხრივი თანამშრომლობის ხელშეკრულების გაფორმების პერსპექტივა.

დავით ნარმანიამ მადრიდის მერი საქართველოში ევროპის ახალგაზრდულ ფესტივალზე დასასწრებად მიიპატიჟა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მერცმა უკრაინას ევროკავშირში „ასოცირებული“ წევრობის სტატუსი შესთავაზა
თიბისი The Banker’s Technology Awards 2026-ის გამარჯვებულია
უკრაინულმა დრონებმა სამარის რეგიონში ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას დაარტყეს, ორი ადამიანი დაიღუპა
კობახიძემ აღიარა რომ მისი გუნდის წარმომადგენლები სიძულვილის ენას იყენებენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics