|
2023-09-12 22:39:53, 1162 ნახვა
ეკონომიკა
სააკაშვილი - ივანიშვილი რეპრესიებს, ტელევიზიების დახურვას და მომავალი წლის არჩევნების ფორმალობად ქცევას აპირებს
ასეთი პოლიტიკის პირობებში, საქართველო ვერ მიიღებს სტატუსს, ვინაიდან თუ საქართველო არ შეიცვალა, ევროკავშირს მოუხდება ყველა საკუთარ პრინციპზე უარის თქმა, რაც არავისთვის არ იქნება კარგი, - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა ტელეკომპანია "ფორმულასთან" მიცემულ ინტერვიუში განაცხადა. მისივე თქმით, ბიძინა ივანიშვილი აპირებს, არეულობის პროვოცირებას, მასობრივ რეპრესიებს, ტელევიზიების დახურვას და მომავალი წლის არჩევნების ფორმალობად ქცევას. "ოცნება ყველაფერს აკეთებს, რომ საქართველომ ვერ მიიღოს კანდიდატის სტატუსი, თან ეს მოხდეს სკანდალით, რათა პუტინმა მაქსიმალურად დააფასოს ეს ამბავი. ასეთი პოლიტიკის პირობებში, საქართველო ვერ მიიღებს სტატუსს, ვინაიდან თუ საქართველო არ შეიცვალა, ევროკავშირს მოუხდება ყველა საკუთარ პრინციპზე უარის თქმა, რაც არავისთვის არ იქნება კარგი. ჩემი აზრით, ივანიშვილი აპირებს, უკვე წელს არეულობის პროვოცირებას, მასობრივ რეპრესიებს, ტელევიზიების დახურვას და მომავალი წლის არჩევნების ფორმალობად ქცევას", - განაცხადა სააკაშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)