|
2023-09-12 16:32:37, 1040 ნახვა
რეგიონი
აჭარაში კონკურსებსა და საგნობრივ ოლიმპიადებში გამარჯვებული 150 მოსწავლე ლეპტოპებით და ფასიანი საჩუქრებით დაჯილდოვდა
აჭარაში კონკურსებსა და საგნობრივ ოლიმპიადაში გამარჯვებული მოსწავლეების დაჯილდოება გაიმართა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას აჭარის მთავრობა ავრცელებს. მათი ცნობით, გამარჯვებულ მოსწავლეებს სიტყვით მიმართა აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ. თორნიკე რიჟვაძემ განათლების პრიორიტეტულობას და ხელმისაწვდომობას გაუსვა ხაზი და აღნიშნა, რომ გრძელვადიანი გეგმით, კომპლექსურად, მაქსიმუმი კეთდება რათა ყველა მოსწავლეს საქართველოში, ჰქონდეს თანაბარი ხელმისაწვდომობა განათლებაზე, ახალ სასკოლო ინფრასტრუქტურაზე, თანამედროვე ტექნოლოგიებზე. “აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერ ჩატარებულ საგნობრივ ოლიმპიადებში და კონკურსებში 15 000 მოსწავლე მონაწილეობდა. გამოვლინდა 147 გამარჯვებული მოსწავლე. გამარჯვებულ მოსწავლეებს გადაეცემათ დიპლომები და პერსონალური კომპიუტერები. საგნობრივი ოლიოპიადები ჩატარდა ექვსს საგანში: ქართულ ენასა და ლიტერატურაში, ინგლისურ ენაში, მათემატიკაში, ფიზიკაში, ქიმიასა და ბიოლოგიაში. ასევე გაიმართა კონკურსები სახვით ხელოვნებაში, ლიტერატურულ მარათონში, სპორტულ შეჯიბრებებში. მოსწავლეების დაჯილდოების ღონისძებაში მონაწილეობა მიიღეს აჭარის განათლების მინისტრმა მაია ხაჯიშვილმა, უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე დავით გაბაიძემ, ბათუმის მერმა არჩილ ჩიქოვანმა, აჭარის მთავრობისა და უმაღლესი საბჭოს წევრებმა“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.
შეავსე განაცხადი 2026 წლის მასწავლებლის ეროვნულ ჯილდოზე - პროექტის მხარდამჭერი საქართველოს ბანკია
მართვის მოწმობის მიღების წესებში ცვლილებები შევიდა
სირია 1975 წლის შემდეგ პირველად, მონაწილეობას მიიღებს G7-ის სამიტში მოწვეული ქვეყნის სტატუსით
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
|
რედაქტორის რჩევით
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
რა საფთხე ელოდება ონლაინ მედიას რეჟიმის ახალი ცენზურით
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)