13:19 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-09-11 13:12:11, 738 ნახვა

მსოფლიო
მედია - პუტინი კიმ ჩენს ინს, შესაძლოა, 13 სექტემბერს შეხვდეს

ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი და რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ერთმანეთს, შესაძლოა, რუსეთში, 13 სექტემბერს შეხვდნენ. აღნიშნულ ინფორმაციას Reuters-ი სამხრეთ კორეის მაუწყებელზე YTN-ზე დაყრდნობით ავრცელებს.

YTN-ის ცნობით, ხელისუფლების მაღალჩინოსანმა ანონიმურად განუცხადა, რომ კიმ ჩენ ინი რუსეთში სპეციალური მატარებლით უკვე გაემგზავრა. 

ჩრდილოეთ კორეის ლიდერის ვიზიტზე ინფორმაციას ავრცელებს რუსული სამთავრობო მედია Interfax-იც.

როგორც მედია წერს, კიმ ჩენ ინი შორეულ აღმოსავლეთს "უახლოეს დღეებში" ეწვევა.

ცნობისთვის, თუ მოგზაურობა დადასტურდება, ეს იქნება ჩრდილოეთ კორეის ლიდერის პირველი ვიზიტი საზღვარგარეთ ოთხ წელზე მეტი ხნის განმავლობაში და პირველი მოგზაურობა COVID-19 პანდემიის შემდეგ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
“ქეშბექობანა” - ლიბერთის ლოიალობის პროგრამა Cashback-ის და VISA-ს განსაკუთრებული შეთავაზებები ბავშვებისთვის
ბრიტანული დაზვერვა: უკრაინაში ომში თითქმის ნახევარი მილიონი რუსი ჯარისკაცი დაიღუპა
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის დელეგაციასთან კოალიცია ცვლილებისთვის ლიდერებმა შეხვედრა გამართეს
1 ივნისის შეთავაზებები მოსწავლეებისთვის საქართველოს ბანკის sCoolApp-ში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics