17:53 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-09-09 15:44:37, 1010 ნახვა

საზოგადოება
ზურაბიშვილი - ჩემი გულწრფელი სამძიმარი მაროკოელ ხალხს დამანგრეველი მიწისძვრის გამო

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი მაროკოში მიწისძვრის შედეგად მომხდარ უბედურებას სოციალურ ქსელ Twiter-ზე ეხმაურება.

სალომე ზურაბიშვილი დაღუპულთა ოჯახებს უსამძიმრებს და დაშავებულებს გამოჯანმრთელებას უსურვებს.

"ჩემი გულწრფელი სამძიმარი მაროკოელ ხალხს დამანგრეველი მიწისძვრის გამო, რომლის შედეგადაც ასობით ადამიანი დაიღუპა, მრავალი კი უსახლკაროდ დარჩა. ჩვენი ფიქრები დაღუპულთა ოჯახებთანაა. დაშავებულებს კი სწრაფ გამოჯანმრთელებას ვუსურვებთ", - წერს ზურაბიშვილი.

ცნობისთვის, მაროკოში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 820-მდე გაიზარდა, დაშავებულია 672 ადამიანი.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ევროკავშირი უკრაინას თითქმის 2.8 მილიარდ ევროს გამოუყოფს
შს მინისტრის მოადგილე გორში პოლიციელების მხრიდან მოქალაქის ცემას სამწუხარო ფაქტს უწოდებს
ლავროვი საქართველოსა და მოლდოვიდან რუსული ჯარების გაყვანაზე კალასის განცხადებაზე: იდიოტურ განცხადებებს არ განვიხილავ
კალასი: ევროკავშირის უსაფრთხოების ინტერესებში საქართველოდან რუსული ჯარების გაყვანაც შედის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics