17:53 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-09-08 09:53:38, 815 ნახვა

საზოგადოება
გზების დეპარტამენტი - შუხუთი-აცანა-მამათი-ძიმითის გზაზე ავტოტრანსპორტის მოძრაობის შეზღუდვა დაწესდა

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ცნობით, შუხუთი-აცანა-მამათი-ძიმითის გზაზე ავტოტრანსპორტის მოძრაობის შეზღუდვა დაწესდა.

როგორც გზების დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, საავტომობილო გზის მე-2 და მე-12 კმ-ებზე მიწის შვავის ჩამოსვლის გამო, გზა ორივე მხრიდან დაკეტილია და ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა ამ ეტაპზე აკრძალულია.

„აღნიშნულ მონაკვეთებზე წყლის დონის დასტაბილურებისთანავე, გაწმენდითი სამუშაოები მყისიერად დაიწყება, რათა ავტოტრანსპორტის მოძრაობა უმოკლეს ვადებში აღდგეს“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ევროკავშირი უკრაინას თითქმის 2.8 მილიარდ ევროს გამოუყოფს
შს მინისტრის მოადგილე გორში პოლიციელების მხრიდან მოქალაქის ცემას სამწუხარო ფაქტს უწოდებს
ლავროვი საქართველოსა და მოლდოვიდან რუსული ჯარების გაყვანაზე კალასის განცხადებაზე: იდიოტურ განცხადებებს არ განვიხილავ
კალასი: ევროკავშირის უსაფრთხოების ინტერესებში საქართველოდან რუსული ჯარების გაყვანაც შედის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics