|
2023-09-07 16:54:43, 1245 ნახვა
რეგიონი
ქედის მუნიციპალიტეტის ბაგა-ბაღებში ახალი საწავლო-სააღმზრდელო წლისათვის მზადება უკვე დაიწყო
ქედის მუნიციპალიტეტის ბაგა-ბაღებში ახალი საწავლო-სააღმზრდელო წლისათვის მზადება უკვე დაიწყო. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ქედის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს. მათი ცნობით, ბაგა-ბაღებში წელს დაინერგა ელექტრონული რეგისტრაციის სისტემა, ვებ-გვერდზე აღსაზრდელის რეგისტრაცია შესაძლებელია 2 წლის ასაკიდან. დღეის მდგომარეობით 13-ვე ბაღში სულ 480 აღსაზრდელი ირიცხება, მათ შორის 90 ახალი აღსაზრდელი. „ბაგა-ბაღებში ეტაპობრივად ხორციელდება სარეაბილიტაციო სამუშაოები, მიმდინარე წელს რეაბილიტაცია ჩაუტარდა მერისის ბაგა-ბაღში სააღმზრდელო (სათამაშო) ოთახს და ეზოს, ოქტომბრის, პირველი მაისის და წონიარისის ბაღებში მოეწყო სამასწავლებლო ოთახები, ხოლო ვაიოს ბაღში მიმდინარეობს გარე ფასადის რეაბილიტაცია. აღსანისნავია, რომ ბაღები ემზადებიან ავტორიზაციისათვის, მასწავლებლებს და აღმზრდელებს გავლილი აქვთ აღმზრდელ-პედაგოგთა პროფესიული განვითარების ტრენინგ-მოდული. მიმდინარე წელს დაინერგება ახალი კურიკულუმის მეთოდი, რაც გულისხმობს თანამედროვე სტანდარტების მიხედვით მოწყობილ აღსაზრდელთა ფიზიკური გარემოს და სააქტივო სივრცეებს, რომელიც აღჭურვილი იქნება შესაბამისი ლიტერატურით, მეორადი და ბუნებრივი ინვენტარით. ქედის მუნიციპალიტეტის ბაგა-ბაღებში სასწავლო-სააღმზრდელო პროცესი 18 სექტემბერს განახლდება“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.
შეავსე განაცხადი 2026 წლის მასწავლებლის ეროვნულ ჯილდოზე - პროექტის მხარდამჭერი საქართველოს ბანკია
მართვის მოწმობის მიღების წესებში ცვლილებები შევიდა
სირია 1975 წლის შემდეგ პირველად, მონაწილეობას მიიღებს G7-ის სამიტში მოწვეული ქვეყნის სტატუსით
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
|
რედაქტორის რჩევით
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
რა საფთხე ელოდება ონლაინ მედიას რეჟიმის ახალი ცენზურით
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)