|
2023-09-07 14:03:08, 1610 ნახვა
ომი უკრაინაში
სტოლტენბერგი - პუტინმა ორი დიდი შეცდომა დაუშვა, მან არასთანადოდ შეაფასა უკრაინა და არასათანადოდ შეგვაფასა ჩვენ
პუტინმა, სულ მცირე, ორი დიდი სტრატეგიული შეცდომა დაუშვა. მან არასათანადოდ შეაფასა უკრაინელები და არასათანადოდ შეგვაფასა ჩვენ, - ამის შესახებ ნატოს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა, თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე გამოსვლისას განაცხადა. როგორც სტოლტენბერგი აღნიშნავს, ევროკავშირისა და ნატოს ურთიერთობა ყოველთვის მნიშვნელოვანი იყო, თუმცა უკრაინაში ომმა ის კიდევ უფრო მნიშვნელოვანი გახადა, "რადგან ეს არის ყველაზე სასტიკი და მასშტაბური ომი ევროპაში მეორე მსოფლიო ომის შემდეგ". „რეალობა ისაა, რომ პრეზიდენტმა პუტინმა, სულ მცირე, ორი დიდი სტრატეგიული შეცდომა დაუშვა, როდესაც გასულ წელს უკრაინაში შეიჭრა. პირველი და ყველაზე მნიშვნელოვანი იყო ის, რომ მან აბსოლუტურად არასათანადოდ შეაფასა უკრაინელები, უკრაინელი ხალხის, უკრაინის პოლიტიკური ხელმძღვანელობის და უკრაინის შეიარაღებული ძალების სიძლიერე, ერთგულება და სიმამაცე. კიდევ ერთი დიდი სტრატეგიული შეცდომა, რომელიც მან დაუშვა, იყო ის, რომ მან არასათანადოდ შეგვაფასა ჩვენ, ეკონომიკური სანქციებით, პოლიტიკური და სამხედრო კუთხით უკრაინის მხარდაჭერის, უკრაინის გვერდით დგომის ჩვენი მზადყოფნა, ჩვენი ერთგულება“, - განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)