|
2023-09-07 11:32:32, 1596 ნახვა
ომი უკრაინაში
ბლინკენი - სანქცირებული რუსი ოლიგარქებისთვის ჩამორთმეულ აქტივებს უკრაინას გადავცემთ
სანქცირებული რუსი ოლიგარქებისთვის ჩამორთმეულ აქტივებს უკრაინას გადავცემთ,- აღნიშნულის შეახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრთან, დმიტრო კულებასთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა. უკრაინული მედიის ცნობით, საუბარია 5,4 მილიარდი დოლარის ღირებულების ჩამორთმეულ სახსრებზე, რომლებიც გამიზნული იქნება უკრაინელი ვეტერანების რეინტეგრაციისა და რეაბილიტაციისთვის. „უსაფრთხოების სფეროში უკრაინის საჭიროებების გარდა, პირველად ჩვენ გადავცემთ უკრაინას სანქცირებული რუსი ოლიგარქებისთვის ჩამორთმეულ აქტივებს, რომელთა გამოყენებაც ახლა მოხდება უკრაინელი ვეტერანი სამხედროების მხარდასაჭერად. ის, ვინც ხელს უწყობდა პუტინის აგრესილ ომს, ამისთვის უნდა გადაიხადოს“,- განაცხადა ბლინკენმა. ცნობისთვის, კიევში ვიზიტისას აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა უკრაინისთვის 1 მილიარდი დოლარის ოდენობის დახმარების ახალი პაკეტის შესახებ გამოაცხადა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)