09:54 - 23 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-09-01 19:45:29, 1471 ნახვა

ომი უკრაინაში
ზელენსკი - ყირიმის დაბრუნების გარეშე არც უკრაინაში და არც ევროპულ სივრცეში მშვიდობა არ იქნება

ყირიმის დაბრუნების გარეშე არც უკრაინაში და არც ევროპულ სივრცეში მშვიდობა არ იქნება, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.

როგორც ზელენსკი აღნიშნავს, ყირიმის დეოკუპაციის საკითხი შეიძლება გადაწყდეს დიპლომატიური, ან სამხედრო გზით, მაგრამ ამ უკანასკნელს უფრო მაღალი ფასი ექნება.

"უკრაინას ორი გზა აქვს: სამხედრო და დიპლომატიური. თუმცა, საბოლოო ჯამში, ამა თუ იმ მეთოდის არჩევაზე გავლენას მტრის ქცევა მოახდენს. ეს შეიძლება გადაწყდეს დიპლომატიური ან სამხედრო გზით. თუ რუსული ჯარები ყირიმის ნახევარ კუნძულს შემდგომი ზეწოლის გარეშე დატოვებენ, ეს სიცოცხლეს გადაარჩენს.

დონბასისა და ყირიმის ტერიტორიების დაბრუნების გარეშე არ იქნება მდგრადი მშვიდობა არც უკრაინაში და არც ევროპულ სივრცეში. კიევი და მისი საერთაშორისო პარტნიორები არ ცნობენ რუსეთის ფედერაციის "უფლებებს" ამ ტერიტორიებზე, ამიტომ ქაოსი მუდმივად იქნება. სიტუაცია არ არის მდგრადი", - განაცხადა ზელენსკიმ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ჟურნალისტური ეთიკის ქარტია რეჟიმს - შეწყდეს რეპრესიები, სოლიდარობა დამოუკიდებელ მედიას
დიუშენით დაავადებული ბავშვების დასახმარებელ მარათონში კომპანიები ჩაერთნენ
რუბიომ განაცხადა, რომ აშშ-ს, უკრაინასა და რუსეთს შორის მოლაპარაკებები ჩიხში შევიდა
რუსეთში იპოთეკური სესხები 50%-ზე მეტით შემცირდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics