|
2023-09-01 11:20:19, 763 ნახვა
საზოგადოება
ბაზისბანკთან პარტნიორობით კომპანია ინსი მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის რეაბილიტაციას ახორციელებს
სამშენებლო კომპანია ინსი 2007 წლიდან ოპერირებს და მისი ძირითადი მიმართულებებია ისტორიული ძეგლების რეაბილიტაცია, სამოქალაქო და ინდუსტრიული მშენებლობა, წყლის სისტემების სრული რეაბილიტაცია და მშენებლობა. დღემდე, კომპანია ინსს 170-მდე დასრულებული პროექტი და ჯამში 500 მილიონ ლარამდე ღირებულების სამუშაოები აქვს შესრულებული. საიდანაც ერთ ერთი ყველაზე გამორჩეული პროექტია მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის სრული რეაბილიტაცია. სარეაბილიტაციო პროექტის ფარგლებში უკვე დასრულებულია რამდენიმე ეტაპი. განხორციელდა შენობის საძირკვლის გამაგრებითი და ფასადების სარესტავრაციო სამუშაოები. სრულად შეიცვალა სახურავის საფარი და დასრულდა შიდა სივრცეების რეაბილიტაცია. განახლდა გათბობა-კონდიცირების და ელექტრო სისტემები. „ჩვენი მთავარი პრიორიტეტებია უსაფრთოხება სამშენებლო მოედანზე, მოკლე და ეფექტურ ვადებში პროექტების მაღალი ხარისხით შესრულება. ბაზისბანკი 2016 წლიდან არის ჩვენი ერთგული პარტნიორი და მუდმივად გვერდით გვიდგას როგორც რთულ, ასევე პოზიტიურ პერიოდში. ერთობლივად რამდენიმე მნიშვნელოვანი პროექტი განვახორციელეთ, როგორიცაა გუდიაშვილის მოედნის და მარჯანიშვილის გამზირის სრული რეაბილიტაცია, ასევე, საქართველოს მასშტაბით, ექვსი სკოლის მშენებლობა და რემონტი. ვიმედოვნებთ, ბაზისბანკის მხრიდან, ჩვენთან, როგორც მუდმივად მზარდ კომპანიასთან, პარტნიორობის კიდევ უფრო გაღრმავებას.“ - ინსის ფინანსური დირექტორი, დავით დამენია. „ბაზისბანკი კომპანია ინსის ფინანსური პარტნიორია და წლების განმავლობაში არაერთი მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტი გვაქვს ერთობლივად შესრულებული. ამ ეტაპზე, ჩვენი ჩართულობით, ინსი ახორციელებს მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლის სრულ სარეაბილიტაციო სამუშაოებს. რომელსაც დედაქალაქის ერთ-ერთი ისტორიული ძეგლის დანიშნულება გააჩნია. სამომავლოდ, ინსს განვითარების ამბიციური გეგმები აქვს და ჩვენ, როგორც მათი ფინანსური პარტნიორი, მზად ვართ გვერდით დავუდგეთ მათ განხორციელებაში.“ - ბაზისბანკის საკრედიტო დეპარტამენტის უფროსი, ჯაბა კასრაძე.
კობახიძე: დახვეწილი ხელწერაა, როცა ხელისუფლებას აქვს ჯანსაღი რეაქცია სამართალდარღვევაზე
ევროკავშირი უკრაინას თითქმის 2.8 მილიარდ ევროს გამოუყოფს
შს მინისტრის მოადგილე გორში პოლიციელების მხრიდან მოქალაქის ცემას სამწუხარო ფაქტს უწოდებს
ლავროვი საქართველოსა და მოლდოვიდან რუსული ჯარების გაყვანაზე კალასის განცხადებაზე: იდიოტურ განცხადებებს არ განვიხილავ
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)