13:30 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-08-31 13:21:45, 701 ნახვა

მსოფლიო
დიდი ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრად გრანტ შეპსი დაინიშნა

დიდი ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრად გრანტ შეპსი დაინიშნა. აღნიშნულის შესახებ გრანტ შეპსი სოციალურ ქსელში წერს.

მისი თქმით, დიდი ბრიტანეთი გააგრძელებს უკრაინის მხარდაჭერას.

„ჩემთვის დიდი პატივია პრემიერ-მინისტრ რიში სუნაკის მიერ თავდაცვის მინისტრის თანამდებობაზე დანიშვნა. მსურს, პატივი მივაგო იმ უზარმაზარ წვლილს, რომელიც ბენ უოლასმა, ბოლო 4 წლის განმავლობაში, გაერთიანებული სამეფოს თავდაცვისა და გლობალური უსაფრთხოების საქმეში შეიტანა.

მოუთმენლად ველი მუშაობის დაწყებას ჩვენი შეიარაღებული ძალების მამაც კაცებთან და ქალებთან, რომლებიც ჩვენს უსაფრთხოებას იცავენ. და გავაგრძელებ გაერთიანებული სამეფოს მხარდაჭერას უკრაინის მიმართ პუტინის ბარბაროსული თავდასხმის წინააღმდეგ საბრძოლველად“, - წერს შეპსი.

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
“ქეშბექობანა” - ლიბერთის ლოიალობის პროგრამა Cashback-ის და VISA-ს განსაკუთრებული შეთავაზებები ბავშვებისთვის
ბრიტანული დაზვერვა: უკრაინაში ომში თითქმის ნახევარი მილიონი რუსი ჯარისკაცი დაიღუპა
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის დელეგაციასთან კოალიცია ცვლილებისთვის ლიდერებმა შეხვედრა გამართეს
1 ივნისის შეთავაზებები მოსწავლეებისთვის საქართველოს ბანკის sCoolApp-ში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics