10:25 - 23 May, 2026
|
2023-08-28 14:46:43, 1248 ნახვა
ომი უკრაინაში
ბრიტანეთის დაზვერვა - რუსეთმა სამხედრო წვრთნები დიდი ალბათობით, ჯარის და აღჭურვილობის სიმწირის გამო გააუქმა
"დიდი ალბათობით" რუსეთმა ერთობლივი სტრატეგიული სამხედრო წვრთნები გააუქმა, "რადგან ძალიან ცოტა ჯარი და აღჭურვილობაა ხელმისაწვდომი". ამის შესახებ ინფორმაციას დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვა ავრცელებს. როგორც ბრიტანეთის დაზვერვა აღნიშნავს, ერთობლივ სტრატეგიული წვრთნებს ჰქონდათ შეზღუდული სასწავლო ღირებულება, რაც ძირითადად საჩვენებელი იყო იმისთვის, რომ ქვეყანას კრიტიკა არ მიეღო. "რუსი სამხედროების არასაკმარისი შესრულება უკრაინაში ხაზს უსვამს იმას, რომ JSE-ებს [ერთობლივ სტრატეგიულ წვრთნებს] ჰქონდათ შეზღუდული სასწავლო ღირებულება და ძირითადად საჩვენებელი იყო. რუსეთმა სავარაუდოდ გააუქმა ZAPAD 23, რადგან ძალიან ცოტა ჯარი და აღჭურვილობაა ხელმისაწვდომი", - ნათქვამია დაზვერვის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)