18:37 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-08-25 15:52:27, 770 ნახვა

საზოგადოება
კიევში, ქართველი მებრძოლი ალექსანდრე ხუსკივაძე გულის შეტევით დაიღუპა

უკრაინაში მებრძოლი კიდევ ერთი ქართველი სამხედრო, ალექსანდრე ხუსკივაძე, 33 წლის ასაკში, კიევში გულის შეტევით დაიღუპა.

როგორც უკრაინაში მებრძოლი ქართველი, რომეო ფარულავა აცხადებს, ალექსანდრე უკრაინაში რუსული აგრესიის წინააღმდეგ ომის დაწყების პირველივე დღიდან იბრძოდა, მათ შორის ისეთ ცხელ წერტილებში, როგორიცაა იზიუმი, სოლედარი და ბახმუტი. 

"ქართველი გმირი დაიღუპა უკრაინის ტერიტორიაზე, ალექსი ხუსკივაძე, რომელიც ომის დაწყების პირველივე დღეებიდან იმყოფებოდა უკრაინის ტერიტორიაზე, აქვს ბრძოლებში მონაწილეობა მიღებული იზიუმში, სოლედარში ბახმუტში[...] უმაგრესი ადამიანი, უმაგრესი მებრძოლი, პროფესიონალი თავის საქმეში, სამწუხაროდ, ისე მოხდა, რომ ქალაქ კიევში გულის შეტევით გარდაიცვალა", - აცხადებს რომეი ფარულავა "მთავარ არხთან" საუბრისას.

შეგახსენებთ, რომ უკრაინაში ომის დაწყებიდან დღემდე, რუსულ სამხედრო აგრესიას 53 ქართველი მებრძოლი ემსხვერპლა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კობახიძე: ზვიად ხარაზიშვილს ეკუთვნოდა ღირსების ორდენი, დაგვიცვა გადატრიალების მცდელობისგან
კობახიძე: დახვეწილი ხელწერაა, როცა ხელისუფლებას აქვს ჯანსაღი რეაქცია სამართალდარღვევაზე
ევროკავშირი უკრაინას თითქმის 2.8 მილიარდ ევროს გამოუყოფს
შს მინისტრის მოადგილე გორში პოლიციელების მხრიდან მოქალაქის ცემას სამწუხარო ფაქტს უწოდებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics