13:41 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-08-25 12:48:28, 734 ნახვა

მსოფლიო
ბრიტანეთის დაზვერვა - პრიგოჟინის სიკვდილი „ვაგნერის“ ჯგუფზე დესტაბილიზაციას გამოიწვევს

ჯერჯერობით არ არის დადასტურებული მტკიცებულება, რომ პრიგოჟინი ბორტზე იმყოფებოდა, რადგან ის ცნობილია განსაკუთრებული უსაფრთხოების ზომების მიღებით,- ამის შესახებ ბრიტანეთის დაზვერვის ანგარიშშია ნათქვამი.

ანგარიშის მიხედვით, პრიგოჟინის სიკვდილი „ვაგნერის“ ჯგუფზე დესტაბილიზაციას გამოიწვევს.

"ჯერჯერობით არ არის დადასტურებული მტკიცებულება, რომ პრიგოჟინი ბორტზე იმყოფებოდა, რადგან ის ცნობილია განსაკუთრებული უსაფრთხოების ზომების მიღებით. თუმცა, დიდი ალბათობით, ის მართლაც მკვდარია. პრიგოჟინის სიკვდილს ვაგნერის ჯგუფზე ძალიან დამაზიანებელი ეფექტი ექნება",- წერია ანგარიშში.

შეგახსენებთ, 23 აგვისტოს რუსეთში, ტვერის ოლქში რუსული კერძო სამხედრო კომპანია "ვაგნერის" ხელმძღვანელი ევგენი პრიგოჟინი ავიაკატასტროფისას დაიღუპა.

აღსანიშნავია, რომ ბორტზე 10 ადამიანი იმყოფებოდა, მათ შორის, 7 მგზავრი და ეკიპაჟის 3 წევრი.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
“ქეშბექობანა” - ლიბერთის ლოიალობის პროგრამა Cashback-ის და VISA-ს განსაკუთრებული შეთავაზებები ბავშვებისთვის
ბრიტანული დაზვერვა: უკრაინაში ომში თითქმის ნახევარი მილიონი რუსი ჯარისკაცი დაიღუპა
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის დელეგაციასთან კოალიცია ცვლილებისთვის ლიდერებმა შეხვედრა გამართეს
1 ივნისის შეთავაზებები მოსწავლეებისთვის საქართველოს ბანკის sCoolApp-ში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics