13:40 - 28 May, 2026
|
2023-08-25 12:08:46, 805 ნახვა
მსოფლიო
AP - აშშ-ის დაზვერვის ცნობით, პრიგოჟინის თვითმფრინავი განზრახ ჩამოაგდეს
აშშ-ის დაზვერვის წინასწარი შეფასებით, ავიაკატასტროფა, რომელსაც რუსული კერძო სამხედრო დაჯგუფების "ვაგნერის" ხელმძღვანელი ევგენი პრიგოჟინი ემსხვერპლა, განზრახ მოაწყვეს. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას Associated Press-ი ავრცელებს. გამოცემის ცნობით, მაღალია იმის ალბათობა, რომ პრიგოჟინი რუსეთის პრეზიდენტის სამიზნე იყო. მათივე ცნობით, ავიაკატასტროფა ემთხვევა პუტინის "ხანგრძლივ ისტორიას, რომელიც ცდილობს გააჩუმოს მისი კრიტიკოსები". შეგახსენებთ, 23 აგვისტოს რუსეთში, ტვერის ოლქში რუსული კერძო სამხედრო კომპანია "ვაგნერის" ხელმძღვანელი ევგენი პრიგოჟინი ავიაკატასტროფისას დაიღუპა. აღსანიშნავია, რომ ბორტზე 10 ადამიანი იმყოფებოდა, მათ შორის, 7 მგზავრი და ეკიპაჟის 3 წევრი.
“ქეშბექობანა” - ლიბერთის ლოიალობის პროგრამა Cashback-ის და VISA-ს განსაკუთრებული შეთავაზებები ბავშვებისთვის
ბრიტანული დაზვერვა: უკრაინაში ომში თითქმის ნახევარი მილიონი რუსი ჯარისკაცი დაიღუპა
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის დელეგაციასთან კოალიცია ცვლილებისთვის ლიდერებმა შეხვედრა გამართეს
1 ივნისის შეთავაზებები მოსწავლეებისთვის საქართველოს ბანკის sCoolApp-ში
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)