|
2023-08-24 14:31:06, 942 ნახვა
ომი უკრაინაში
იუსოვი - დროებით ოკუპირებულ ყირიმში სპეცოპერაციის ფარგლებში დესანტი გადავსხით
დროებით ოკუპირებულ ყირიმში სპეცოპერაციის ფარგლებში უკრაინის მთავარი სადაზვერვო სამმართველოს ქვედანაყოფები გადავსხით, - ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარი სამმართველოს წარმომადგენლმა, ანდრეი იუსოვმა განაცხადა. როგორც იუსოვი აღნიშნავს, სპეცოპერაცია თარხანკუტის კონცხის ტერიტორიაზე, მაიაკის და ოლენევკას დასახლებებში ჩატარდა. ''სპეციალური ოპერაციის ფარგლებში ნახევარკუნძულის ტერტორიაზე დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა საზღვაო ძალებთან თანამშრომლობით სპეცოპერაცია ჩაატარა. მიზნები მიღწეულია, პერსონალს შორის მსხვერპლი არ ყოფილა. სპეცოპერაცია გრძელდება, ჩვენ არ ვამხელთ ყველა დეტალს, მოწინააღმდეგის მხარეს არის დანაკარგებიც, როგორც პერსონალის ასევე იარაღის მხრივაც. დანაკარგების შესახებ ზუსტი ინფორმაცია ჯერჯერობით არ დასტურდება", - განაცხადა იუსოვმა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)