|
2023-08-23 15:07:59, 1073 ნახვა
საზოგადოება
რას დაგახვედრებს „თიბისი“ Testers Day 2023-ზე
9 სექტემბერი ტესტერთა საერთაშორისო დღეა. GeoSTQB, "თიბისის" მხარდაჭერით, ამასთან დაკავშირებით დიდ, 2-დღიან ღონისძიებას ატარებს. ტესტერთა დღე 9-10 სექტემბერს, შერატონ მეტეხი პალასში გაიმართება. იქნება პანელური დისკუსიები, ვორფქშოფები, აუდიტორიის წინაშე წარდგებიან სპიკერები როგორც საქართველოდან, ისე მსოფლიოს არაერთი ქვეყნიდან. განიხილება მრავალი საინტერესო საკითხი. "თიბისიში", როგორც ტექნოლოგიურ კომპანიაში ტესტირების მიმართულებით 180 ადამიანი მუშაობს. 90 მათგანი ტესტერია, 90 - ინჟინერი, რომელიც ავტომატიზაციას უზრუნველყოფს. ტესტერები ყოველდღიურად ამარტივებენ ადამიანების ცხოვრებას და პროგრამული უზრუნველყოფის მიწოდების სიჩქარეზე და მაღალ ხარისხზე ზრუნავენ. "თიბისის" ტექ.გუნდიდან ტესტერთა დღეზე თათია სებისკევრაძე და ცოტნე აბურჯანია წარსდგებიან, რომლებიც ტექნოლოგიურ, ინოვაციურ და ინსპირაციულ ტრენდებზე და გამოწვევებზე ისაუბრებენ. "თიბისისთვის" ძალიან მნიშვნელოვანია ამ დღის მხარდაჭერა, რადგან ტესტერთა დღის ღონისძიებაზე ხდება საერთაშორისო გამოცდილების გაზიარება, რაც იზიდავს და აინტერესებს, განსაკუთრებით, ახალგაზრდებს და უჩენს ამ პროფესიის დაუფლების სურვილის. ამავე კონფერენციაზე ახალგაზრდებს აქვს საშუალება გაეცნონ ადგილობრივ ტექნოლოგიურ კომპანიებს და გამოხატონ ტესტირების ინჟინერიის მიმართულებით დასაქმების თუ გაცნობის სურვილი. პოპულარიზაციის ზრდასთან ერთად შესაბამისი მიღწევები აუცილებლად იტყვის თავის სიტყვას ქვეყნის მასშტაბით". - ამბობს ალეკო ისკონიანი, "თიბისის" ხარისხის უზრუნველყოფისა და ტესტირების ავტომატიზაციის მიმართულების ხელმძღვანელი. 9 სექტემბერს ღონისძიებაზე იქნება კომპანიის სივრცეებიც, სადაც მიიღებთ ინფორმაციას როგორც ვაკანსიების, ისე ტრენინგების შესახებ. გაიგე მეტი: https://helloblog.ge/story/Tbc-tech-Testers-day-2023 რეგისტრაციისა და ბილეთების შესაძენად კი გადადით ამ ლინკზე
კობახიძე: ზვიად ხარაზიშვილს ეკუთვნოდა ღირსების ორდენი, დაგვიცვა გადატრიალების მცდელობისგან
კობახიძე: დახვეწილი ხელწერაა, როცა ხელისუფლებას აქვს ჯანსაღი რეაქცია სამართალდარღვევაზე
ევროკავშირი უკრაინას თითქმის 2.8 მილიარდ ევროს გამოუყოფს
შს მინისტრის მოადგილე გორში პოლიციელების მხრიდან მოქალაქის ცემას სამწუხარო ფაქტს უწოდებს
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)