|
2023-08-22 18:30:23, 916 ნახვა
საზოგადოება
Volvo C40 Recharge - სრულად ელექტრიფიცირებული ქროსოვერი „ვოლვო ქარ საქართველოს“ შოურუმშია
უსაფრთხოებით გამორჩეული შვედური ბრენდის, ახალი ელექტრომობილი Volvo C40 Recharge ქართველი მომხმარებლებისთვის უკვე ხელმისაწვდომია. გამორჩეულად ეკომეგობრული და უსაფრთხო ქროსოვერი „ვოლვო ქარ საქართველოს“ შოურუმშია წარმოდგენილი. ახალი ავტომობილის ერთ-ერთი მთავარი უპირატესობა მისი სისწრაფეა. C40-ს შეუძლია 4.7 წამის განმავლობაში 100 კმ-ამდე სიჩქარე განავითაროს. მას აქვს 408 ცხენის ძალა და სრული დამუხტვის პირობებში, 550 კმ-ამდე მანძილის დაფარვა შეუძლია. ავტომობილში ჩაშენებული ანდროიდსისტემა, გუგლის რუკებითა და „ფლეი სთორით“, კიდევ უფრო განსაკუთრებულს ხდის მას. წარმოებაში გამოყენებულია მეორე თაობის, გაუმჯობესებული ბატარეა. სახლის დამტენის პირობებში სრულად დასამუხტად საჭიროა, საშუალოდ, 4-5 სთ-მდე, ხოლო სწრაფი დამტენის მეშვეობით, ეს დრო 50-60 წთ-მდე მცირდება. Volvo-ს შოურუმში წარმოდგენილ ყველა C40-ს აქვს 2 ელექტროძრავა, მაქსიმალური სიმძლავრით 300 კვტ.
მაკა სახვაძე, „ვოლვო ქარ საქართველოს“ დირექტორი“: „გვიხარია, რომ ჩვენს შოურუმში უკვე წარმოდგენილია ქროსოვერის ტიპის, სრულად ელექტრიფიცირებული ახალი ავტომობილი - Volvo C40. ავტოინდუსტრიაში მუდმივი სიახლეები და მომხმარებელზე ორიენტირებული მიდგომა სწორედ ის ღირებულებებია, რითაც Volvo-ს უახლესი მოდელები იქმნება. Volvo-ს ყველა ახალ მოდელს საერთო მიზანი აერთიანებს: გაზარდოს უსაფრთხოდ მგზავრობა და შეამციროს გარემოზე უარყოფითი ზეგავლენა. „თეგეტა ჰოლდინგი“, როგორც ამ ბრენდის ერთადერთი ოფიციალური წარმომადგენელი საქართველოში, მაქსიმალურად ცდილობს, ხელი შეუწყოს ინფრასტრუქტურის განვითარებას. სწორედ ამ მიზნით „თეგეტა“ დასამუხტი სადგურების ქსელის კიდევ უფრო გაფართოებას და პირველ ეტაპზე, დამატებით, 70 ერთეულამდე ელექტროდამტენის დამონტაჟებას გეგმავს ქვეყნის მასშტაბით. პროცესი მომავალშიც გაგრძელდება და დამტენების რაოდენობაც გაიზრდება. ვფიქრობთ, ამით კიდევ უფრო მეტ ინტერესს გავუჩენთ საზოგადოებას ელექტრომობილების მიმართ“. Volvo-სთვის ადამიანებსა და პლანეტაზე ზრუნვა, მათი სიცოცხლისუნარიანობის გახანგრძლივება, კორპორაციული მდგრადობის საკვანძო საკითხია. სწორედ ამიტომ ბრენდის მიზანია, რომ 2025 წელს წარმოებული ახალი ავტომობილების ნახევარი - დამუხტვადი ჰიბრიდი, ხოლო დანარჩენი სრულად ელექტრიფიცირებული იყოს. მეტიც, Volvo ასევე გეგმავს, რომ 2030 წლისთვის მხოლოდ ელექტრომობილები აწარმოოს. სწორედ ამ ღირებულებების მიხედვით არის შექმნილი C40-ი. ელექტრომობილი აღჭურვილია Volvo-ს კარგად ცნობილი უსაფრთხოების თანამედროვე სისტემებით. ახალი C40 განსაკუთრებით გამოირჩევა თავისი ეკომეგობრულობით. Volvo-მ დიდი ხანია უარი თქვა მანქანის ინტერიერში ცხოველური მასალის გამოყენებაზე და ის უმაღლესი ხარისხის ახალი ქსოვილით „ნორდიკოთი“ ჩაანაცვლა. ავტომობილის ინტერიერში ვიზუალურ ეფექტს კიდევ უფრო აძლიერებს შვედეთის რუკის შთაგონებით შექმნილი დეტალები და პანორამული ტიპის ჭერი. ახალი ავტომობილის საბაზისო ფასი 161 880 ლარია. მომხმარებელს შესაძლებლობა აქვს, ელექტრო ქროსოვერს სხვადასხვა აღჭურვილობაც დაამატოს და, მეტიც, თავად შექმნას საკუთარი C40 სასურველი კომპლექტაციით. C40 მომხმარებელს არ აიძულებს, არჩევანი გააკეთოს სიმძლავრის ან პასუხისმგებლობიანი მართვის სასარგებლოდ. ბალანსი დაცულია. ავტომობილის აჩქარება გლუვია. დამატებითი უპირატესობა ნულოვანი გამონაბოლქვია. „ვოლვო ქარ საქართველო“ ახალი ელექტრო C40-ით დაინტერესებულ მომხმარებლებს ტესტდრაივზე ჩაწერას სექტემბრიდან შესთავაზებს. -- „თეგეტა ჰოლდინგის“ ერთ-ერთ მიმართულებაში, „თეგეტა ქარსში“ შემავალი კომპანია ,,ვოლვო ქარ საქართველო“ 2019 წლიდან ოპერირებს საქართველოს ბაზარზე. ამიერკავკასიისა და შუა აზიის მასშტაბით კომპანია პრემიუმ კლასის ავტომობილების ექსკლუზიური დილერია. კომპანია მომხმარებელს SUV-ებს, სედანებსა და უნივერსალებს სთავაზობს, მათ შორის არის როგორც დამუხტვადი ჰიბრიდები, ისე შიგაწვის ძრავიანი უახლესი მოდელები. შოურუმის გარდა, მომხმარებელს შესაძლებლობა აქვს, კომპანიის ციფრული მაღაზიით ისარგებლოს, კომპანიის ვებგვერდზე ავტომობილი 360-გრადუსიანი სისტემით, დისტანციურად შეაფასოს და კონფიგურატორის დახმარებით, სასურველი კომპლექტაციის მოდელი საკუთარი გემოვნებით ააწყოს, რომლის ჩამოყვანასაც „ვოლვო ქარ საქართველო“ უზრუნველყოფს.
კობახიძე: ზვიად ხარაზიშვილს ეკუთვნოდა ღირსების ორდენი, დაგვიცვა გადატრიალების მცდელობისგან
კობახიძე: დახვეწილი ხელწერაა, როცა ხელისუფლებას აქვს ჯანსაღი რეაქცია სამართალდარღვევაზე
ევროკავშირი უკრაინას თითქმის 2.8 მილიარდ ევროს გამოუყოფს
შს მინისტრის მოადგილე გორში პოლიციელების მხრიდან მოქალაქის ცემას სამწუხარო ფაქტს უწოდებს
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|



ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)