14:04 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-08-22 10:47:26, 883 ნახვა

მსოფლიო
ევროპის 11 ქვეყნის ლიდერებმა უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერის შესახებ დეკლარაციას მოაწერეს ხელი

სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის 11 ქვეყნის ლიდერებმა ათენში გამართული სამიტის დროს უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერის შესახებ დეკლარაციას მოაწერეს ხელი. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას CNN Greece ავრცელებს.

CNN Greece-ის ცნობით, ქვეყნებმა უკრაინის დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ურყევი მხარდაჭერა გამოხატეს, ამ ქვეყნის საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ფარგლებში, რომელიც დემოკრატიის ფასეულობებსა და სამართლის უზენაესობაზე არის დაფუძნებული.

"რუსეთის შეჭრა უკრაინაში საკვანძო მომენტია ევროპისთვის, რომელიც ქმნის ცნობიერების ახალ დონეს, საერთო პრინციპებს, ერთიანობისა და საერთო მომავლს ევროკავშირის შიგნით. ეს არის კრიტიკული მომენტი ჩვენი ევროპული კონტინენტის უსაფრთხოების, მშვიდობისა და სტაბილურობისთვის,- ნათქვამია დეკლარაციაში.

გამოცემის ცნობითვე, დოკუმენტს ევროპის საბჭოს თავმჯდომარის, შარლ მიშელის და ევროკომისიის პრეზიდენტის, ურსულა ფონ დერ ლაიენის თანდასწრებით ხელს სერბეთის, მოლდოვის, უკრაინის, მონტენეგროს პრეზიდენტები, საბერძნეთის, რუმინეთის, კოსოვოს პრემიერ-მინისტრები, ბოსნია-ჰერცეგოვინას, ჩრდილოეთ მაკედონიის, ბულგარეთის, ხორვატიის წარმომადგენლები აწერენ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
“ქეშბექობანა” - ლიბერთის ლოიალობის პროგრამა Cashback-ის და VISA-ს განსაკუთრებული შეთავაზებები ბავშვებისთვის
ბრიტანული დაზვერვა: უკრაინაში ომში თითქმის ნახევარი მილიონი რუსი ჯარისკაცი დაიღუპა
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის დელეგაციასთან კოალიცია ცვლილებისთვის ლიდერებმა შეხვედრა გამართეს
1 ივნისის შეთავაზებები მოსწავლეებისთვის საქართველოს ბანკის sCoolApp-ში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics