14:04 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-08-21 18:21:19, 775 ნახვა

მსოფლიო
ევროკომისიის პრეზიდენტი - საჭიროა, რომ ევროკავშირის წევრობის ასპირანტი ქვეყნები ევროკავშირთან უფრო სწრაფად დავაახლოოთ

საჭიროა, რომ ევროკავშირის წევრობის ასპირანტი ქვეყნები ევროკავშირთან უფრო სწრაფად დავაახლოოთ, - ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი „ტვიტერის“ გვერდზე წერს.

დღეს ურსულა ფონ დერ ლაიენი ათენში ჩავიდა, სადაც ის ევროკავშირის სხვა მაღალჩინოსნებთან და ბალკანეთის სახელმწიფოების ლიდერებთან ერთად, საბერძნეთის პრემიერ-მინისტრის მიერ ორგანიზებულ არაფორმალურ შეხვედრას დაესწრება, შეხვედრის მთავარი თემა ბალკანეთის ქვეყნების ევროპული ინტეგრაცია იქნება.

„მიხარია ათენში რომ ვარ, რათა განვიხილოთ აღმოსავლეთსა და დასავლეთ ბალკანეთში ჩვენი მეზობლებისა და პარტნიორების ევროპული პერსპექტივა. ჩვენ გავაგრძელებთ ბარიერების მოხნას ჩვენს რეგიონებს შორის“, - წერს ევროკომისიის პრეზიდენტი.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
“ქეშბექობანა” - ლიბერთის ლოიალობის პროგრამა Cashback-ის და VISA-ს განსაკუთრებული შეთავაზებები ბავშვებისთვის
ბრიტანული დაზვერვა: უკრაინაში ომში თითქმის ნახევარი მილიონი რუსი ჯარისკაცი დაიღუპა
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის დელეგაციასთან კოალიცია ცვლილებისთვის ლიდერებმა შეხვედრა გამართეს
1 ივნისის შეთავაზებები მოსწავლეებისთვის საქართველოს ბანკის sCoolApp-ში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics