19:06 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-08-20 12:24:50, 831 ნახვა

საზოგადოება
მარგველიძე - სტიქიის ზონაში სამაშველო სამუშაოები იქამდე გაგრძელდება, ვიდრე მცირედი შანსიც კი იქნება ჩვენი დაკარგული მოქალაქეების პოვნის

სტიქიის ზონაში სამაშველო სამუშაოები იქამდე გაგრძელდება, ვიდრე მცირედი თეორიული შანსიც კი იქნება ჩვენი დაკარგული მოქალაქეების პოვნის, - ამის შესახებ რაჭის გუბერნატორმა, პაპუნა მარგველიძემ განაცხადა.

როგორც მარგველიძემ აღნიშნა, 6 დაკარგული მოქალაქის სამძებრო სამუშაოები, როგორც სტიქიის ეპიცენტრში, ასევე კურორტ შოვის ტერიტორიაზე, მდინარე ჭანჭახისა და რიონის კალაპოტშიც მიმდინარეობს.

"უკვე მე-18 დღეა, სტიქიის შედეგად დაკარგული მოქალაქეების საძიებო სამუშაოები უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს. ამ დროის მდგომარეობით, 27 მოქალაქის ცხედარია ამოსვენებული. მიმდინარეობს 6 დაკარგული მოქალაქის საძიებო სამუშაოები როგორც სტიქიის ეპიცენტრში, ასევე კურორტ შოვის ტერიტორიაზე, მდინარე ჭანჭახისა და რიონის კალაპოტებში, სადაც მძიმე ტექნიკის საშუალებით მიმდინარეობს კალაპოტის ფორმირება და არსებული კუნძულების დამუშავება. 27 დაღუპულიდან 25 ცხედარი არის იდენტიფიცირებული, პროცედურები სჭირდება დნმ-ის ანალიზს. 60 კილომეტრზე მეტია ძებნის არეალი. სამაშველო სამუშაოები გაგრძელდება იქამდე, ვიდრე მცირედი თეორიული შანსიც კი იქნება ჩვენი დაკარგული მოქალაქეების პოვნის", - განაცხადა პაპუნა მარგველიძემ.

შეგახსენებთ, რაჭაში, ონის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მდებარე კურორტ შოვში სტიქიური უბედურება 3 აგვისტოს მოხდა. მომხდართან დაკავშირებით გამოძიება ორი მუხლით მიმდინარეობს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კობახიძე: ზვიად ხარაზიშვილს ეკუთვნოდა ღირსების ორდენი, დაგვიცვა გადატრიალების მცდელობისგან
კობახიძე: დახვეწილი ხელწერაა, როცა ხელისუფლებას აქვს ჯანსაღი რეაქცია სამართალდარღვევაზე
ევროკავშირი უკრაინას თითქმის 2.8 მილიარდ ევროს გამოუყოფს
შს მინისტრის მოადგილე გორში პოლიციელების მხრიდან მოქალაქის ცემას სამწუხარო ფაქტს უწოდებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics