19:07 - 21 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-08-15 13:18:09, 1080 ნახვა

რეგიონი
კასპში ჩიხების მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს

ქალაქ კასპში, ნინოშვილის ქუჩის და კოსტავას ქუჩიდან მერიის შენობის მიმდებარედ ჩასასვლელი ჩიხების მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს.

კასპის მუნიციპალიტეტის მერიის ცნობით, სამუშაოებს მუნიციპალიტეტის მერი ვახტანგ მაისურაძე და მერის პირველი მოადგილე დავით ქისიშვილი ადგილზე გაეცნენ.

"ჩასასვლელი ჩიხების მოწყობის სამუშაოებს ელექტრონულ ტენდერში გამარჯვებული შპს „ბინი“ აწარმოებს. პროექტი მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 88 4777 ლარით ფინანსდება.

ამჟამად, არმირებული ბეტონის სამუშაოები მიმდინარეობს, შემდეგ მასზე საფეხმავლო ბილიკი, ჩასასვლელი კიბეები და მოაჯირები მოეწყობა.

პროექტის დასრულების შემდეგ დამრეცი ჩიხები, რომელიც მოქალაქეებისთვის დღემდე გადაადგილებისთვის საფრთხის შემცველი იყო, მალე კომფორტული გახდება",- ნათქვამია მერიის ინფორმაციაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
შეავსე განაცხადი 2026 წლის მასწავლებლის ეროვნულ ჯილდოზე - პროექტის მხარდამჭერი საქართველოს ბანკია
მართვის მოწმობის მიღების წესებში ცვლილებები შევიდა
სირია 1975 წლის შემდეგ პირველად, მონაწილეობას მიიღებს G7-ის სამიტში მოწვეული ქვეყნის სტატუსით
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics