|
2023-08-15 10:53:59, 679 ნახვა
საზოგადოება
კალაძე - მერია უსახლკარო ოჯახების საცხოვრებლით დაკმაყოფილების პროგრამის ფარგლებში, დამატებით ექვს უძრავ ქონებას შეიძენს
დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, უსახლკარო ოჯახების საცხოვრებელი ფართებით უზრუნველყოფის პროგრამის ფარგლებში, უკვე 79 უძრავი ქონებაა შესყიდული. როგორც კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე აღნიშნა, უკვე მომზადებულია მთავრობის განკარგულების პროექტი და დამატებით ექვსი უძრავი ქონების შეძენა მოხდება. „ჩვენი საარჩევნო დაპირება იყო უსახლკარო ოჯახების დაკმაყოფილება საცხოვრებელი ფართებით. ეს ძალიან მნიშვნელოვანი პროგრამაა და მოსახლეობას დავპირდით, რომ თბილისში არცერთი უსახლკარო ადამიანი არ გვეყოლებოდა. აღნიშნული პროგრამის ფარგლებში, გასულ წელს დავიწყეთ ბინების შესყიდვა. უკვე 56 ბინა შესყიდული, ხოლო მიმდინარე წელს შესყიდულია 23 საცხოვრებელი ფართი, რაც ჯამში, 79 უძრავ ქონებას შეადგენს. გარდა ამისა, უკვე მომზადებულია მთავრობის განკარგულების პროექტი დამატებით, ექვსი უძრავი ქონების შეძენასთან დაკავშირებით. აღნიშნული პროცესი გაგრძელდება მანამ, სანამ ყველა ოჯახი არ იქნება ფართით დაკმაყოფილებული“, - აღნიშნა თბილისის მერმა. ამასთან, კახა კალაძემ კიდევ ერთხელ განმარტა, რომ მოქალაქეებმა, ვისაც მსგავსი პრობლემა აწუხებს, ჯერ უსახლკაროს სტატუსი უნდა მიიღონ. „კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ იმ მოქალაქეებმა, რომელთაც აღნიშნული პრობლემა აქვთ, პირველ ეტაპზე, უსახლკაროს სტატუსი უნდა მიიღონ. უსახლკაროს სტატუსს ჯანდაცვის სამინისტრო ანიჭებს. შემდეგ უკვე საკითხს მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურში განიხილავენ და შესაბამის გადაწყვეტილებას მიიღებენ. დღეის მდგომარეობით, 400-მდე უსახლკარო ოჯახი გვყავს რეგისტრირებული და საცხოვრებელ ფართს ყველა მიიღებს“, - განაცხადა კახა კალაძემ.
კობახიძე: ზვიად ხარაზიშვილს ეკუთვნოდა ღირსების ორდენი, დაგვიცვა გადატრიალების მცდელობისგან
კობახიძე: დახვეწილი ხელწერაა, როცა ხელისუფლებას აქვს ჯანსაღი რეაქცია სამართალდარღვევაზე
ევროკავშირი უკრაინას თითქმის 2.8 მილიარდ ევროს გამოუყოფს
შს მინისტრის მოადგილე გორში პოლიციელების მხრიდან მოქალაქის ცემას სამწუხარო ფაქტს უწოდებს
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)