|
2023-08-13 16:44:32, 847 ნახვა
საზოგადოება
ეროვნული გვარდიის სამხედროები ძებნის სამუშაოებს მდინარეების კალაპოტებში განაგრძობენ
სტიქიის ზონაში ძებნა-შველის ღონისძიებების არეალი გაფართოვდა. დამეწყრილი ტერიტორიის პარალელურად, ძებნის ღონისძიებები მდინარეების ჭანჭახისა და რიონის კალაპოტებში მიმდინარეობს. ძებნის ღონისძიებების ეფექტიანობის გაზრდის მიზნით, ეროვნული გვარდიის სამხედროებისგან, რეზერვისტებისა და შსს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მაშველებისგან შემდგარი 18 ჯგუფი შოვიდან 54 კილომეტრის მანძილზეა გადანაწილებული. თითო ჯგუფი ოთხკაციანი შემადგენლობით სამ კილომეტრიან დისტანციაზე ახორციელებს მდინარეების კალაპოტების მონიტორინგსა და ძებნის ოპერაციებს. სტიქიის ადგილზე ძებნის სამუშაოებს მე-3 ქვეითი ბრიგადისა და აღმოსავლეთის სარდლობის საბრძოლო-საინჟინრო ბატალიონის პირადი შემადგენლობა ჯარების ლოჯისტიკური უზრუნველყოფის სარდლობის სპეციალური ტექნიკითა და საშუალებებით ახორციელებს.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)