|
2023-08-13 11:55:13, 1012 ნახვა
საზოგადოება
შოვში, სტიქიის შედეგად დაღუპულებს შორის იდენტიფიცირებულია სოფო ბაკურაძე
შოვში, სტიქიის შედეგად დაღუპულთაგან ერთ-ერთი 4 წლის ლუსის დედა, სოფო ბაკურაძეა. ამის შესახებ ინფორმაცია რაჭის Facebook გვერდზე ვრცელდება და ნათქვამია, რომ სტიქიისას დაღუპულებს შორის იდენტიფიცირებულია სოფელ გლოლას მკვიდრი, 23 წლის სოფო ბაკურაძე. "გლოლას მკვიდრი, 23 წლის მარტოხელა დედა, სოფო ბაკურაძე შოვში, კოტეჯებში მუშაობდა და 3 აგვისტოს სტიქიის ზონაში იმყოფებოდა. სოფოს ჰყავს მცირეწლოვანი შვილი ლუსი ( 4 წლამდე), რომელზეც სრული პასუხისმგებლობა მარტოხელა დედას ჰქონდა. უკვე რამდენიმე დღეა მოუთმენლად ელოდება მას ლუსი. ,,ელოდება დედას, რომელმაც კევი უნდა მოუტანოს..." - წერს რაჭის Facebook გვერდი. ლუსის დასახმარებლად არასამთავრობო ორგანიზაცია რაჭის ახალგაზრდულ ასამბლეას ანგარიში აქვს გახსნილი:
შეგახსენებთ, რაჭაში მეწყერი 3 აგვისტოს ჩამოწვა. ამ დროისთვის დადასტურებული მონაცემებით, შოვის სტიქიას 24 ადამიანი ემსხვერპლა. 9 ადამიანი კი კვლავ დაკარგულად მიიჩნევა. დაკარგულებსა და დაღუპულებს შორის არიან ბავშვები. სტიქიის ზონიდან, ჯამში 210 ადამიანია ევაკუირებული.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)