|
2023-08-12 13:04:53, 844 ნახვა
საზოგადოება
ღამით შოვში, სტიქიის ზონაში ქვათაცვენის გამო სამაშველო სამუშაოები დროებით შეწყდა
შოვში, გვიან ღამით, მდინარე ბუბის კალაპოტში ქვათა ცვენა დაფიქსირდა და ცუდი ხილვადობის გამო სამუშაოები შეწყდა, დღეს დილით კი განახლდა, - ამის შესახებ რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა, პაპუნა მარგველიძემ განაცხადა. სტიქიის ზონაში კლდოვანი მასის ჩამოშლის შედეგად არავინ დაშავებულა. "24 ადამიანია ამოყვანილი და ვეძებთ 9 დაკარგულ პიროვნებას. ამას გარდა, გაიზარდა, რა თქმა უნდა, არეალი, სამძებრო სამუშაოების. დილიდან კვლავ განახლდა მძიმე ტექნიკის მუშაობა. გუშინ, გვიან ღამით დაფიქსირდა მდინარე ბუბის კალაპოტში ქვათა ცვენის ფაქტი. ეს დამახასიათებელია, როგორც სპეციალისტები ამბობენ, ასეთი დიდი მასშტაბის სტიქიების შემდგომ. ვინაიდან, ცუდი ხილვადობა იყო გვიან ღამით, მოხდა სამუშაოების შეჩერება დილამდე. დილით უკვე გარემოს ეროვნული სააგენტოს სპეციალისტების მიერ ვერტმფრენით და დრონებით დათვალიერებული იქნა ეს ხეობა და მნიშვნელოვანი ქვათა ცვენის ფაქტს ადგილი არ ჰქონია. შესაბამისად, დილითვე უკვე განახლდა საძიებო სამუშაოები", - განაცხადა მარგველიძემ. შეგახსენებთ, რომ შოვში მეწყერი 3 აგვისტოს ჩამოწვა. ამ დროისთვის დადასტურებული ინფორმაციით, სტიქიის შედეგად 24 ადამიანი დაიღუპა, ხოლო მაშველები 9 ადამიანს ისევ ეძებენ.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)