|
2023-08-11 14:53:57, 1193 ნახვა
რეგიონი
ბათუმში თანამედროვე სტანდარტების საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების მართვის ცენტრი აშენდება
ბათუმში თანამედროვე სტანდარტების საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების მართვის ცენტრი აშენდება. აღნიშნულ ინფორმაციას აჭარის მთავრობა ავრცელებს. აჭარის მთავრობის ცნობით, თანამედროვე, განახლებულ სამედიცინო დაწესებულებაში სამედიცინო მომსახურების მიღებას 50 000-ზე მეტი პაციენტი შეძლებს. "რესპუბლიკური კლინიკური საავადმყოფოს არსებული შენობის გაფართოების და ბათუმის #1 მრავალფუნქციური პოლიკლინიკის მშენებლობის დეტალური საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შესყიდვის ტენდერი უკვე გამოცხადდა. ახალი სამედიცინო ცენტრი პაციენტებს, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში, ამბულატორიულ სერვისებს მიაწოდებს. პროექტის მიხედვით, პოლიკლინიკის ახალი შენობა დღეისთვის მოქმედი დაწესებულების გვერდით აშენდება. რესპუბლიკური საავადმყოფოს მიმდებარედ ასევე, სასწრაფო დახმარების სამსახური დაიწყებს ფუნქციონირებას. პროექტის განხორციელებით დაწესებულების 160-მდე დასაქმებულის სამუშაო პირობები გაუმჯობესდება. ტერიტორიაზე ავტოპარკი და სამედიცინო ბრიგადებისთვის საჭირო სივრცეები მოეწყობა. აჭარის პროექტების მართვის კომპანიის მიერ გამოცხადებულ კონკურსში გამარჯვებული კონცეფციის შესაბამისად, ბათუმში, ჟიული შარტავას 13-ში სამშენებლო დოკუმენტის პროექტის მომზადება მიმწოდებელმა, არაუმეტეს 110 კალენდარული დღეში უნდა განახორციელოს. მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტის შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 320 080 ლარს შეადგენს. წინადადების მიღება მიმდინარე წლის 12 სექტემბერს დასრულდება",- ნათქვამია აჭარის მთავრობის ინფორმაციაში.
შეავსე განაცხადი 2026 წლის მასწავლებლის ეროვნულ ჯილდოზე - პროექტის მხარდამჭერი საქართველოს ბანკია
მართვის მოწმობის მიღების წესებში ცვლილებები შევიდა
სირია 1975 წლის შემდეგ პირველად, მონაწილეობას მიიღებს G7-ის სამიტში მოწვეული ქვეყნის სტატუსით
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
|
რედაქტორის რჩევით
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
რა საფთხე ელოდება ონლაინ მედიას რეჟიმის ახალი ცენზურით
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)