|
2023-08-11 13:27:59, 939 ნახვა
საზოგადოება
ბურჭულაძე შოვზე - არ დამრჩენია შეგრძნება, რომ მეწყრის წინაპირობა არსებობდა
მე იქ ვიყავი და ვერ დავინახეთ ჩვენ, რომ რამე წინაპირობა ყოფილიყო მეწყრის,- ამის შესახებ თავდაცვის მინისტრმა, ჯუანშერ ბურჭულაძემ შოვში მომხდარ სტიქიურ უბედურებასთან დაკავშირებით განაცხადა. როგორც მინისტრმა მედიის წარმომადგენლებთან საუბრისას აღნიშნა, მომხდართაან დაკავშირებით გამოძიება ობიექტურად უნდა ჩატარდეს. "რა თქმა უნდა, როდესაც გამოძიება ეხება ქვეყნის ტრაგედიას, ეს დღე იქცა ქვეყნის ტრაგედიად, რომელიც ისტორიას დაამახსოვრდება და რა თქმა უნდა, ყველა პროცესი უნდა წარიმართოს მაქსიმალურად ობიექტურად. ეს ცალსახაა. რაც შეეხება წინაპირობას, მე იქ ეს შეგრძნება არ დამრჩენია, რომ რამე წინაპირობა არსებობდა ამ მეწყრის",- განაცხადა ბურჭულაძემ. შეგახსენებთ, რაჭაში, ონის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მდებარე კურორტ შოვში მეწყერი 3 აგვისტოს ჩამოწვა. ბოლო ოფიციალური მონაცემებით, სტიქიურ უბედურებას 22 ადამიანი ემსხვერპლა. 16 დაკარგულს ამ დრომდე ეძებენ.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)