20:00 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-08-11 09:44:17, 1025 ნახვა

საზოგადოება
შინდისის ბრძოლიდან 15 წელი გავიდა

15 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც შინდისის უთანასწორო ბრძოლაში 2008 წლის 11 აგვისტოს, რუსეთ-საქართველოს ომის მიმდინარეობისას, 17 ქართველი ჯარისკაცი დაიღუპა.

ზუსტად 15 წლის წინ, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ შინდისში მეორე ქვეითი ბრიგადის ოცეული რუსეთის 53-ე არმიის პირისპირ აღმოჩნდა.

შეტაკება, დაახლოებით, ორ საათს გაგრძელდა. მტერმა ქართველების დამარცხება მხოლოდ მას შემდეგ შეძლო, რაც მებრძოლებს ტყვია-წამალი გაუთავდათ.

შინდისის ბრძოლას 17 ქართველი გმირი შეეწირა: ალექსანდრე ონიანი, ემზარ წილოსანი, ვეფხვია ჯიშკარიანი, ზვიად კაცაძე, თეიმურაზ ბერიძე, ილია გაბუნია, ილია შეყლაშვილი, ირაკლი ჯანელიძე, კახა კოშაძე, ლევან მელქაძე, მარლენ ბარამია, მიხეილ დვალიშვილი, ნიკოლოზ ფორჩხიძე, რომან ზოიძე, რუსლან წულაძე, ფელიქს კაკაურიძე, შმაგი კუპატაძე.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ევროკავშირმა Temu 200 მილიონი ევროთი დააჯარიმა
კობახიძე: ზვიად ხარაზიშვილს ეკუთვნოდა ღირსების ორდენი, დაგვიცვა გადატრიალების მცდელობისგან
კობახიძე: დახვეწილი ხელწერაა, როცა ხელისუფლებას აქვს ჯანსაღი რეაქცია სამართალდარღვევაზე
ევროკავშირი უკრაინას თითქმის 2.8 მილიარდ ევროს გამოუყოფს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics