|
2023-08-10 20:56:11, 1464 ნახვა
საზოგადოება
საავტომობილო გზების დეპარტამენტის უფროსი - დეზინფორმაციაა, თითქოს, რიკოთი ძალიან საშიშია
ძალიან მოხშირდა ბოლო პერიოდში რიკოთის უღელტეხილზე გარკვეულად დეზინფორმაციის გავრცელება, თითქოს, რიკოთი არის ძალიან საშიში, - ამის შესახებ საავტომობილო გზების დეპარტამენტის დირექტორმა, გიორგი წერეთელმა განაცხადა. მისივე თქმით, გამორიცხულია რამე კორუფციულ გარიგებებზე ლაპარაკი და თითქოს, ამ კომპანიებისთვის ამ სატენდერო პირობების მორგება. ის ასევე აღნიშნავს, რომ 2024 წლისთვის რიკოთი სრულად იქნება დასრულებული და იქნება უსაფრთხო ყველა მოქალაქისთვის. "ძალიან მოხშირდა ბოლო პერიოდში რიკოთის უღელტეხილზე გარკვეულად დეზინფორმაციის გავრცელება, თითქოს, რიკოთი არის ძალიან საშიში. გამორიცხულია რამე კორუფციულ გარიგებებზე ლაპარაკი და თითქოს, ამ კომპანიებისთვის ამ სატენდერო პირობების მორგება. 2024 წლისთვის რიკოთი სრულად იქნება დასრულებული და მინდა აღვნიშნო, რომ დასრულების შემდეგ რიკოთი იქნება უსაფრთხო ყველა მოქალაქისთვის", - განაცხადა წერეთელმა. შეგახსენებთ, რიკოთზე მიმდინარე მშენებლობაზე საერთაშორისო აუდიტის ჩატარებას ითხოვს პარტია "ლელო". პარტიის თავმჯდომარის, მამუკა ხაზარაძის ინფორმაციით, უნდა შემოწმდეს უსაფრთხოება, ეკოლოგიური ზემოქმედება, გარემოს დაცვა, მეწყერსაშიში ზონები, მონიტორინგის სისტემა, ფინანსები და ა.შ
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)