|
2023-08-10 18:07:33, 1110 ნახვა
საზოგადოება
რეზერვისტები გზის გაწმენდით და სამძებრო სამუშაოებს ასრულებენ
საქართველოს თავდაცვის ძალების ეროვნული გვარდიის მე-10 ტერიტორიული თავდაცვის 102-ე ბატალიონის პირადი შემადგენლობა აქტიურად მონაწილეობს შოვში მიმდინარე სამძებრო-სამაშველო პროცესში, ისინი რამდენიმე ლოკაციაზე არიან გადანაწილებული, - ამის შესახებ თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი. უწყების ცნობით, რეზერვისტების სამუშაო ლოკაციებს დაემატა ე.წ. კალცის წყლების მიმდებარე ტერიტორია, სადაც გზის გაწმენდითი და სამძებრო სამუშაოები მიმდინარეობს. „რეზერვისტების პირადი შემადგენლობა სტიქიის ზონაში თავდაცვის ძალების სამხედროებისა და შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მაშველებთან კოორდინაციაში მუშაობს. სამაშველო-სამძებრო სამუშაოებში ჩართული არიან თავდაცვის ძალების აღმოსავლეთისა და დასავლეთის სარდლობების სამხედრო მოსამსახურეები, საბრძოლო-საინჟინრო ბატალიონები, ჯარების ლოგისტიკური უზრუნველყოფის სარდლობა და ეროვნული გვარდიის 102-ე ტერიტორიული თავდაცვის ბატალიონი“, - ნათქვამია თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)