20:22 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-08-10 16:01:51, 1302 ნახვა

საზოგადოება
ბუღაძე მწერალთა სახლში დუმბაძის დანიშვნაზე - „ოცნებამ“ თავის პარტიულ ოფისებს შტაბი მიამატა

მწერალთა სახლში, როგორც იქნა, "დაბრუნდება" საქ სსრ მწერალთა კავშირის სული, "ქართულმა ოცნებამ" ახალი ოფის-შტაბი მიამატა თავის პარტიულ ოფისებს, - ასე ეხმაურება მწერალი ლაშა ბუღაძე საქართველოს მწერალთა სახლის ხელმძღვანელად ქეთევან დუმბაძის დანიშვნას.

მისი თქმით, იქამდე, სანამ "ქართული ოცნება" იქნება ხელისუფლებაში, "ქვეყნის და სახელოვნებო სფეროთა დეგრადაცია გაგრძელდება".

"მწერალთა სახლში, როგორც იქნა, "დაბრუნდება" საქ სსრ მწერალთა კავშირის სული... "ქართულმა ოცნებამ" ახალი ოფის-შტაბი მიამატა თავის პარტიულ ოფისებს.

ვიდრე "ოცნება" იქნება ხელისუფლებაში, ქვეყნის და სახელოვნებო სფეროთა ეროზია-დეგრადაცია გაგრძელდება... თ. წულუკიანი, რომელიც ყველაზე უვარგისი და დესტრუქციული მმართველია, ვინც კი ამ სფეროში ყოფილა, მწერალთაკავშირული რესენტიმენტებით ცდილობს "ბუნებაზე, ყვავილებზე და ჩიტებზე" "პოსტების" მდებებისა და ლექსების მკეთებელი აპოლიტიკური "კულტურის მუშაკების" გულის მოგებას...

რომელიმე რუსულ კანონ 2-ს, ალბათ, უკვე ტაშისკვრით მიიღებენ მწერალთა სახლის დარბაზში, როგორც ეს "ძველ და საყვარელ" საბჭოთა მამების და ადრე თუ გვიან-შევარდნაძეულ ეპოქაში ხდებოდა. გილოცავთ, ამხანაგებო!", - წერს ბუღაძე სოციალურ ქსელში.

ცნობისთვის, საქართველოს მწერალთა სახლს ქეთევან დუმბაძე  4 სექტემბრიდან უხელმძღვანელებს. 

კულტურის მინისტრის შესაბამისი ბრძანება უკვე გამოიცა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ევროკავშირმა Temu 200 მილიონი ევროთი დააჯარიმა
კობახიძე: ზვიად ხარაზიშვილს ეკუთვნოდა ღირსების ორდენი, დაგვიცვა გადატრიალების მცდელობისგან
კობახიძე: დახვეწილი ხელწერაა, როცა ხელისუფლებას აქვს ჯანსაღი რეაქცია სამართალდარღვევაზე
ევროკავშირი უკრაინას თითქმის 2.8 მილიარდ ევროს გამოუყოფს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics