|
2023-08-10 13:27:54, 907 ნახვა
საზოგადოება
მღებრიშვილი შოვზე - სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, იმაზე მეტი ძალებია მობილიზებული, ვიდრე შეიძლება გონივრული იყოს
ის, რომ რაღაც დავაკელით - არაფერი არ დაგვიკლია. რატომ არ მოვითხოვეთ დახმარება? - სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, ის რესურსი - ადამიანური ცოცხალი ძალის, სპეციალური აღჭურვილობის, სპეციალური ტექნიკის, სატრანსპორტო საშუალებების, სპეციალური სატრანსპორტო ტექნიკის, აბსოლუტურად იმაზე მეტი ძალებია მობილიზებული, ვიდრე შეიძლება იყოს გონივრული,- ამის შესახებ შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის ხელმძღვანელმა, თემურ მღებრიშვილმა შოვის სტიქიასთან დაკავშირებით პრესკონფერენციაზე განაცხადა. მღებრიშვილის თქმით, "გარისკვის საჭიროება არ არსებობდა". "ღამე მანდ რაც არ უნდა აღჭურვილი ყოფილიყო ვერტმფრენი, პირველ რიგში, არ იყო აღარაფერი აუცილებლობა მაგის და რომც ყოფილიყო აუცილებლობა, იყო მაღალი რისკი, თუმცაღა საჭიროების შემთხვევაში, მაინც ალბათ, გავრისკავდით და ვიმოქმედებით. და რატომ არ გავრისკეთ და რატომ არ იყო საჭირო? გვქონდა მობილიზებული შესაბამისი სითბური დრონები, რომელიც ძალიან მარტივად აფიქსირებდა არეალს, რომელიც იყო დატბორილი. არ არსებობდა გარისკვის თუნაც მცირე შანსი და ჩვენ არ გამოგვეყენებინა",- განაცხადა მღებრიშვილმა. შეგახსენებთ, ამ დროისთვის არსებული ოფიციალური მონაცემებით, შოვში სტიქიურ უბედურებას 21 ადამიანი ემსხვერპლა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)