|
2023-08-09 18:54:27, 851 ნახვა
საზოგადოება
ილია მეორე რომის პაპ ფრანცისკეს - მადლიერნი ვართ თანაგრძნობისათვის, რომელიც რაჭაში მომხდარი სტიქიური უბედურებისას გამოხატეთ
საქართველოს საპატრიარქო რომის პაპ ფრანცისკესთვის სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის მიერ გაგზავნილ სამადლობელ წერილს აქვეყნებს. როგორც პატრიარქი წერილში აღნიშნავს, მადლიერებას გამოხატავს თანაგრძნობისათვის, რომელიც რომის პაპმა რაჭაში მომხდარი სტიქიური უბედურების გამო გამოიჩინა. „თქვენო უწმინდესობავ, საქართველოს მთელი მოსახლეობა და ჩვენც დიდად მადლიერნი ვართ იმ თანაგრძნობისათვის, რომელიც 2023 წლის ლისაბონის მსოფლიო ახალგაზრდების დღის მონაწილეთადმი თქვენს მიმართვაში გამოხატეთ რაჭაში მომხდარი სტიქიური უბედურებისა და მის მსხვერპლთა გამო. თქვენი გამორჩეული მზრუნველობა და სიყვარული ჩვენი ქვეყნისა ჭეშმარიტად ძმური ურთიერთობის მაგალითია. შევთხოვ უფალს, არ მოგაკლოთ თვისი შემწეობა და მფარველობა“, – ნათქვამია პატრიარქის წერილში. შეგახსენებთ, რომის პაპი ფრანცისკე შოვში მომხდარ სტიქიურ უბედურებას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ის ლოცულობს მსხვერპლთათვის და მადლობას უხდის ადამიანებს, რომლებმაც დაზარალებულებს დახმარება გაუწიეს.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)