|
2023-08-09 18:07:34, 791 ნახვა
საზოგადოება
პაპუაშვილი - არ ჩერდება ყალბი ნარატივი ვერტმფრენების თემაზე - საგანგებომ არაერთხელ განმარტა ვერტმფრენის გამოყენებასთან დაკავშირებით ყველა დეტალი
დღემდე არ ჩერდება ყალბი ნარატივი ვერტმფრენების თემაზე. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა არაერთხელ განმარტა ვერტმფრენის გამოყენებასთან დაკავშირებით ყველა დეტალი, რომელიც კიდევ ერთხელ მინდა შევახსენო საზოგადოებას,- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. პაპუაშვილის თქმით, ორი ვერტმფრენი სტანდარტულ დროში იქნა მობილიზებული და არასრულ სამ საათში ისინი უკვე სტიქიის ზონაში იყო. "ვერტმფრენებს სტიქიის ზონაში დღის საათებში სამუშაოდ ჰქონდათ 3 საათი. შესაბამისად, მაშველებს ჰქონდათ საკმარისი დრო, რათა ვერტმფრენებით სრულად დაეთვალიერებინათ სტიქიის ეპიცენტრი კურორტ შოვის ტერიტორიაზე, რომლის სიგრძე არის, დაახლოებით 1,000 მეტრი, ხოლო სიგანე 270 მეტრი. ამ დათვალიერებით გადარჩენილების აღმოჩენა იქნებოდა შესაძლებელი. შესაბამისად, მოხდა ვერტმფრენებით დათვალიერება ამ ტერიტორიის სრულად. ამასთან, პირველივე წუთებიდან ვერტმფრენების პარალელურად, ისევე, როგორც ღამის საათებში, მაშველები იყენებდნენ დრონს, რომელიც აღჭურვილია სითბური სენსორით. სტიქიის დღესვე მოხერხდა ვერტმფრენების დასმა სასტუმრო "სანსეტ შოვის'' წინ მდელოზე და პირველივე დღეს მოხდა უშუალოდ სტიქიაში მოყოლილი ყველა პირის (70 ადამიანი) ევაკუაცია. პარალელურად, მაშველებმა მოიძიეს დარჩენილი პირები, ვინც უშუალოდ სტიქიის ზონაში არ იყვნენ, თუმცა იმის გამო, რომ სტიქიამ მოშალა გზა და ხიდი, მოწყვეტილი იყვნენ გარე სამყაროს. ყველა ეს პირი მაშველებმა გადაიყვანეს სტიქიის საფრთხის მიღმა მდებარე ბანაკში, უზრუნველყვეს ყველა საჭიროებით, მთელი ღამე დარჩნენ მათთან და მეორე დღეს ბანაკში მყოფ სხვა პირებთან ერთად ვერტმფრენებით გადაიყვანეს ქ. ონში (ჯამში 140 ადამიანი). გარდა ვერტმფრენებისა, უმოკლეს დროში მობილიზებულ იქნა ასამდე მძიმე და სხვა სახის ტექნიკა, მოეწყო ხიდი, გაიჭრა ჯამში, დაახლოებით, 2 კმ სიგრძის ორი სრულიად ახალი გზა. ძებნის სამუშაოებში ჩართული იყო 400 მაშველი, 200 ჯარისკაცი და 100-მდე პოლიციელი და რეინჯერი. საზოგადოება თავად ხედავდა თუ რა მასშტაბების სამუშაოები ტარდებოდა’’, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)