20:00 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-08-09 16:17:42, 701 ნახვა

საზოგადოება
თავდაცვის ძალების სამხედრო მოსამსახურეები კოტეჯების მიმდებარე ტერიტორიაზე მუშაობას განაგრძობენ

საქართველოს თავდაცვის ძალების სტრუქტურული ერთეულები შოვში მიმდინარე სამაშველო-სამძებრო სამუშაოებს აგრძელებენ. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, დღეს სამხედროები მეექვსე ლოკაციაზე, კერძოდ, კოტეჯების მიმდებარე ტერიტორიაზე გადანაწილდნენ, სადაც თავდაცვის ძალების სამხედრო მოსამსახურეები შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის მაშველებთან ერთად კოორდინირებულად მუშაობენ.

"სამძებრო პროცესში თავდაცვის ძალები შსს-ს შესაბამისი სამსახურების მხარდამჭერ ფუნქციას ასრულებს. სამუშაოებში ჩართულია ცოცხალი ძალა, თავდაცვის ძალების მძიმე ტექნიკა და აღჭურვილობა, ასევე მეტალო-დეტექტორები, რაც აიოლებს მეწყრულ მასაში მოყოლილი ტექნიკის ლოკაციების დადგენას.

სამძებრო-სამაშველო სამუშაოებში მონაწილეობენ აღმოსავლეთისა და დასავლეთის სარდლობების სამხედრო მოსამსახურეები, საბრძოლო-საინჟინრო ქვედანაყოფები, ლოჯისტიკური უზრუნველყოფის სარდლობა და ეროვნული გვარდიის მე-10 კადრირებული ბრიგადის 102-ე ტერიტორიული თავდაცვის ბატალიონი", - ნათქვამია ინფორმაციაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ევროკავშირმა Temu 200 მილიონი ევროთი დააჯარიმა
კობახიძე: ზვიად ხარაზიშვილს ეკუთვნოდა ღირსების ორდენი, დაგვიცვა გადატრიალების მცდელობისგან
კობახიძე: დახვეწილი ხელწერაა, როცა ხელისუფლებას აქვს ჯანსაღი რეაქცია სამართალდარღვევაზე
ევროკავშირი უკრაინას თითქმის 2.8 მილიარდ ევროს გამოუყოფს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics