|
2023-08-09 15:48:51, 804 ნახვა
საზოგადოება
თავდაცვის მინისტრმა კელი დეგნანს გამოსამშვიდობებელ შეხვედრაზე უმასპინძლა
თავდაცვის მინისტრმა საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართა. თავდაცვის უწყების ცნობით, ჯუანშერ ბურჭულაძემ კელი დეგნანს ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის მადლობა გადაუხადა და მომავალ საქმიანობაში წარმატებები უსურვა. "მინისტრმა საქართველოს მთავარ სტრატეგიულ პარტნიორთან თავდაცვის სფეროში მრავალმხრივი, მჭიდრო და განგრძობითი თანამშრომლობა და ამ პროცესში კელი დეგნანის მნიშვნელოვანი როლი და ძალისხმევა ხაზგასმით აღნიშნა. მხარეებმა ამერიკული მხარის ჩართულობითა და მხარდაჭერით განხორციელებული ერთობლივი პროექტები შეაჯამეს და ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები მიმოიხილეს; ყურადღება გამახვილდა საქართველოში აშშ-ის თავდაცვის მდივნის, ლოიდ ოსტინის ვიზიტისას ორი ქვეყნის თავდაცვის უწყებებს შორის გაფორმებულ საქართველოს თავდაცვისა და შეკავების გაძლიერების ინიციატივაზე, ასევე ორმხრივ და მრავალეროვნულ სამხედრო წვრთნებსა და სწავლებებზე. თავდაცვის სამინისტროში გამართულ შეხვედრას დაესწრნენ აშშ-ის თავდაცვის ატაშე, პოლკოვნიკი ჯოზეფ ბილბო და მისიის ხელმძღვანელის მოადგილე, ალან პერსელი, რომელიც აღნიშნულ პოზიციაზე საქართველოში მიმდინარე წლის ივნისიდან მუშაობს",- ნათქვამია უწყების ინფორმაციაში.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)