|
2023-08-09 15:17:44, 752 ნახვა
საზოგადოება
ქარსელაძე - შოვში დამონტაჟებული ერთ-ერთი დროებითი ხიდი მდინარემ წაიღო, ახალს ვამონტაჟებთ
სამაშველო სამსახურების მიერ შოვში, სტიქიის ზონაში დამონტაჟებული ერთ-ერთი დროებითი ხიდი მდინარემ წაიღო,- ამის შესახებ საქართველოს ინფრასტრუქტურის მინისტრმა, ირაკლი ქარსელაძემ განაცხადა. მისი თქმით, წაღებული ხიდი მდინარიდან ამოიღეს, თუმცა მისი ხელახლა გამოყენება შეუძლებელი იყო და ამიტომ ახალ დროებით ხიდს ამონტაჟებენ. "ჩვენ ახლა ვდგავართ იმ ადგილას, სადაც მეორე დროებითი ხიდი, რომელიც დამონტაჟებული იყო მდინარემ წაიღო და შესაბამისად, ახლა ვამონტაჟებთ ახალ ხიდს. მანამდე გვქონდა მცდელობა, ამოვიღეთ ის წაღებული ხიდი, შევამოწმეთ, მაგრამ არ ექვემდებარება ხელმეორედ გამოყენებას, შესაბამისად, ახალი ხიდი იქნა გადმოტანილი გუშინ და დღეს, ახლა ვადევნებთ თვალს მონტაჟს და ამ შემთხვევაში ეს ამოცანაც შესრულებული იქნება", - განაცხადა ქარსელაძემ.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)