|
2023-08-09 15:07:30, 676 ნახვა
საზოგადოება
პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურმა Yandex-ის მეშვეობით მონაცემების დამუშავების კანონიერების შესწავლა დაიწყო
პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურმა, მასმედიაში გავრცელებული ინფორმაციის საფუძველზე, აპლიკაცია Yandex.Go-ის მეშვეობით, პერსონალური მონაცემების დამუშავების კანონიერების შესწავლა დაიწყო. "მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის გათვალისწინებით, სამსახური შესწავლის შედეგების შესახებ დაუყოვნებლივ გაცნობებთ. ამასთან, მნიშვნელოვანია, ნებისმიერი აპლიკაციის გადმოწერამდე, მოქალაქეები დეტალურად გაეცნონ ინფორმაციას მათ მოწყობილობაში არსებულ რა მონაცემებზე ექნება აპლიკაციას წვდომა და მხოლოდ აღნიშნულის შემდგომ ჩამოტვირთონ ის", - ნათქვამია პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის განცხადებაში. ცნობისთვის, რუსულენოვანმა მედიასაშუალება "მედუზამ" გაავრცელა ინფორმაცია, რომლის თანახმადაც, სულ მალე რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახურს (FSB) ექნება მუდმივი წვდომა Yandex-ის სერვისის მონაცემთა ბაზაზე. როგორც მედია იუწყება, რისკის ქვეშ არიან ასევე რუსეთის ფარგლებს გარეთ მყოფი მომხმარებლებიც, მათ შორის ქართველები.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)