|
2023-08-09 14:37:38, 664 ნახვა
საზოგადოება
პაპუაშვილი - საჯაროდ ვთხოვე „მწვანე ალტერნატივას“ განემარტა საზოგადოებისთვის, რომ მათ მიერ გავრცელებულ ინფორმაციასა და სტიქიას შორის კავშირი არ არსებობდა
საჯაროდ ვთხოვე „მწვანე ალტერნატივას“, თავადვე განემარტა საზოგადოებისთვის, რომ არანაირი კავშირი მათ მიერ გავრცელებულ ინფორმაციასა და სტიქიას შორის არ არსებობდა. არასამთავრობო ორგანიზაციამ ამ ყალბი ნარატივის შეჩერებისთვის არაფერი მოიმოქმედა და ის მომდევნო დღეებშიც აქტიურად განიხილებოდა, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მისი თქმით, "გაუთვითცნობიერებელი მკითხველისთვის ამგვარი მანიპულაცია საკმარისი აღმოჩნდა იმ ნარატივის გასამყარებლად, რომ ეს სტიქია პროგნოზირებული იყო და ხელისუფლებამ მის საპრევენციოდ არაფერი მოიმოქმედა". „სტიქიის მეორე დღეს არასამთავრობო ორგანიზაცია „მწვანე ალტერნატივას“ ხელმძღვანელმა სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა მის მიერ მონიშნული ამონარიდი გარემოს ეროვნული სააგენტოს ბიულეტენიდან იმის დასადასტურებლად, რომ თითქოს შოვში მომხდარი ბუნებრივი კატასტროფის შესაძლებლობა სააგენტოს ნაწინასწარმეტყველები ჰქონდა. რეალობაში, თავად გამოქვეყნებულ ამონარიდშივე ჩანს, რომ საუბარი იყო არა მდ. ბუბისწყალზე, სადაც მოხდა სტიქია, არამედ მდ. დღვიორაზე, რომელიც სტიქიის ეპიცენტრიდან ერთი კილომეტრით ქვემოთ, სოფ. გლოლაში მოედინება და არანაირი კავშირი არ ჰქონია სტიქიასთან. რა თქმა უნდა, გაუთვითცნობიერებელი მკითხველისთვის ამგვარი მანიპულაცია საკმარისი აღმოჩნდა იმ ყალბი ნარატივის გასამყარებლად, რომ ეს სტიქია პროგნოზირებული იყო და ხელისუფლებამ მის საპრევენციოდ არაფერი მოიმოქმედა. მიუხედავად იმისა, რომ გარემოს ეროვნულმა სააგენტომ ეს ცრუ ინფორმაცია მალევე უარყო და პირადად მეც საჯაროდ ვთხოვე „მწვანე ალტერნატივას“ თავადვე განემარტა საზოგადოებისთვის, რომ არანაირი კავშირი ამ ინფორმაციასა და სტიქიას შორის არ არსებობდა, არასამთვარობო ორგანიზაციამ ამ ყალბი ნარატივის შეჩერებისთვის არაფერი მოიმოქმედა და ის მომდევნო დღეებშიც აქტიურად განიხილებოდა“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)