|
2023-08-08 18:41:30, 676 ნახვა
საზოგადოება
კასპის მუნიციპალიტეტში 2008 წლის აგვისტოს გმირები გაიხსენეს
კასპის მუნიციპალიტეტში 2008 წლის აგვისტოს გმირები გაიხსენეს. ამის შესახებ ინფორმაციას კასპის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს. კასპის მერიის ცნობით, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა და 2008 წლის აგვისტოს ომის მონაწილეებმა კასპში გვირგვინით შეამკეს ტერიტორიული მთლიანობისათვის დაღუპულ გმირთა მემორიალი და მათ ხსოვნას პატივი მიაგეს. მამა ალექსანდრემ გმირთა სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი გადაიხადა. "ომმა 400-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. კასპიდან 4, მათ შორის 3 მებრძოლი გელა თიგიშვილი, სოსო ბეჟუაშვილი და მფრინავი ალბერტ ბალხამიშვილი. კასპის დაბომბვისას რკინიგზის მეისრე მურაზ მერებაშვილი, რომელიც სამსახურებრივ მოვალეობას ასრულებდა. მუნიციპალიტეტის მერი ვახტანგ მაისურაძე და საკრებულოს თავმჯდომარე შოთა ბეგლარაშვილი ყოფილ მებრძოლებთან ერთად, სოფელ აღაიანში სოსო ბეჟუაშვილის, სოფელ ბოჟამში ალბერტ ბალხამიშვილისა და სოფელ კოდისწყაროში გელა თიგიშვილის საფლავებს ეწვივნენ", - ნათქვამია ინფორმაციაში.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)